#54936138 · 8 Jul 2019, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს ტარდება . წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, არჩევნების მოგების შანსი მთავარ ოპოზიციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას „ახალ დემოკრატიას“ აქვს, თუმცა ჯერ ვერც ერთი გამოკვლევა ვერ ამტკიცებს, მოახერხებს „ახალი დემოკრატია“ მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად, თუ მას კოალიციის შედგენა დასჭირდება.
მას დაახლოებით 10 პროცენტით ჩამორჩება ამჟამინდელი მმართველი რადიკალური მემარცხენე პარტია „სირიზა“. ამ ორი ლიდერი პოლიტიკური ძალის გარდა პარლამენტში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს.
|