#54945480 · 9 Jul 2019, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ig1988
QUOTE | ჯოყოლოში პოლონელ ტურისტებს შორტების გახდა და შარვლის ჩაცმა აიძულეს |
ზუსტად იგივე მიზეზით, 20 ივნისს, პანკისის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. მოძრაობის თეატრის მსახიობები დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.ახმეტის პოლიციამ მსახიობზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს. აი ეს მსახიობი რითია ნაკლები იქაურ ახალგაზრდებზე? უსამართლოდ ცემეს და ამას თურმე პრეტენზია არ აქვს.
This post has been edited by giorgevich23 on 9 Jul 2019, 14:10
--------------------
ოღონდაცა რაა[b] [/b]
|