ეს რა ამბები მომხდარა : )
მოწყვეტილი ვიყავი ეს ორი დღე საზოგადოებრივ მოღვაწეობას : )
ყველა გაბუნიას აგინებს : D
გვარამია და სააკაშვილიც კი.
რუსთავმა პასუხისმგებლობა იგრძნო და მაუწყებლობა შეწყვიტა გუშინო : )
სხვა სამყაროში ვარ თუ არ ვიცი, მაგრამ ვერ ვხდები რა მოხდა ისეთი, ამხელა აჟიოტაჟი რო ატეხილიყო.
ქვეყნის მთავარი მაუწყებლის © ეთერში შეიგინაო, როგორ შეიძლებაო, ჟურნალისტური ეთიკაო

კარგი რა : )
რუსთავი 2-ზე აღშფოთდით გინებაზე და ჟურნალისტურ ეთიკაზე?

პუტინის დედა ვატირე, თუ ეთიკაზე გაქვთ მოთხოვნილება, აქამდე უამრავჯერ უნდა აგეჭედათ რუსთავი 2.
ან ეთერში გინებისთვის ვინ კიცხავს გაბუნიას

ნიკა გვარამია კიცხავს

ზოგი მოთქვამს დაგვერხაო, არ შეგვარჩენს პუტინი კასპელი დედის გინებასო : )
რამდენი ადამიანიც პუტინს ღიად აგინებს და არაფერი უშავდება, იმდენი სიკეთე ღვთისმშობლის უკვე ოფიციალურად წილხვედრ ქვეყანას : )
ან როგორ წარმოუდგენიათ, რომ გინების გამო რუსეთი საქართველოში შემოვიდეს : )
როგორც კი მაგის შანსი ექნება, მაშინვე შემოვა, გინება არაფერ შუაშია.
და ვიღაც პუსტა-პუსტა გაბუნიას გინება რანაირად უნდა იყოს მაგის ლეგიტიმური მიზეზი.
ცალკე ხელისუფლებიდან და ცალკე ოპოზიციიდან, მათ შორის რუსოფობი ოპოზიციიდანაც რო კიცხავენ, ეგეც მაგარია.
ჟურნალისტია და შეიგინა.
დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში პუტინის გინებას რატო უნდა მოყვეს იმაზე დიდი აჟიოტაჟი, ვიდრე მაგალითად ვლადიმერ ვაისისთვის გინებას მოყვებოდა, საქართველოს ნაკრების მორიგი მარცხის შემდეგ რომ შეეგინებინა ეთერში.
ვიღაცეების გინება შეიძლება და ვიღაცეების არა?
თან ვისი არა, მტერი სახელმწიფოს პრეზიდენტი პუტინის, რომელსაც ნახევარი მსოფლიო გამზრდელის გინებით და ხუილოთი მოიხსენებს?
და იმ საზოგადოებაში ცხოვრების დედა ვატირე, გიორგი გაბუნია რო გაგიხდება დასაცავი.
არაფერი გვეშველება ჩვენ...
This post has been edited by Frankens†ein on 8 Jul 2019, 11:03
Mens sana in corpore sano...