ვკითხულობ გაუნათლებელი ანდა კიდე უარესი განათლებული მაგრამ რუსეთის მონა და საკუთარი სამშობლოს მოძულე ადამიანთა პოსტებს რომ თითქოს რუსეთმა საქართველოში ქრისტიანობა გადაარჩინა და მეცინება მაგრამ სატირალია!
ჯერ მინდა შეგახსენოთ ერთი უბრალო ფაქტი - რუსეთის არსებობამდე დიდი ხნით ადრე საქართველოს არაბებმა გადაუარეს და მიუხედავად ამისა არა თუ რუსეთის არსებობამდე არამედ არაბების საქართველოში შემოსვლამდე აშენებული ქრისტიანული ტაძრები დღესაც დგას საქართველოში
რუსეთის მიერ საქართველოში ქრისტიანობის ვითომ გადარჩენას რაც შეეხება!
როცა მტერი ღიად მოდის იცი მაინც რო მოდიან განძს გაიტან გადამალავ და გადაარჩენ (და ასეც ვაკეთებდით ყოველთვის როცა მტერი შემოდიოდა) მაგრამ როცა მტერი შემოდის გეუბნება მეგობარი ვარო და გძარცვავს ეს ყველაზე უარესია რადგან ძარცვა და განადგურება უფრო მეტად დიდია და ზუსტად ასე მოიქცა რუსეთი საქართველოში
შემოვიდნენ მეგობრად და გაგვძარცვეს მტრულად
კარგად წაიკითხეთ:
მეათე საუკუნიდან 1811 წლამდე ქართული ეკლესია ავტოკეფალიით სარგებლობდა და თავისი კათალიკოს-პატრიარქი ჰყავდა. 1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში და 2 გურიაში. 1811 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მიერ დაკარგა ავტოკეფალია ქართველებს ჰქონდათ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. ამავე წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. ჩამონათვალს ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება წაიღო ხაზინამ.
1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავდნენ ეგზარქოსები, რომლებმაც არ იცოდნენ მრევლის ენა.
ავტორი წიგნისა `საეკლესიო საკითხები რუსეთში“, რომელიც 1896 წელს გამოიცა წერს, რომ თუ რომელიმე ქართველი გადაწყვეტდა დაეწერა რუსი ეგზარქოსების მიერ საქართველოში ჩადენილი საქმეების შესახებ, მაშინ მათ ანუ რუსებს გაწითლება მოუწევდათ იმდენად არცხვენდნენ ისინი რუს სამღვდელოებას.რუსი ეგზარქოსები ივერიის საკლესიო ქონებას აჩანაგებდნენ, თრგუნავდნენ ქართულ ენას და ნაძარცვი ქონებითა და ფულით რუსეთში ბრუნდებოდნენ,ისე როგორც დაბრუნდნენ ევსევი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 200 ათასი მანეთი დატოვა და პავლე კვერთხშემართული, რომელმაც ივერიის ეკლესია დასწყევლა და თვითონ კი საქართველოდან გაიქცა. ავტორი ამავე წიგნში საუბრობს გარყვნილ თეოფილაქტეზე, რომელიც თხრიდა საფლავებს, რომელმაც თავის დროზე ხელი შეახო წმინდა ნინოს საფლავს და არ მოისვენა მანამ სანამ წმინდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით არ მოკვდა და ჭიებმა არ შეჭამეს. ევგენი ბეჟანოვს მონასტრების გამჩანაგებელს; ისიდორეს, რომელმაც როდესაც ფული დასჭირდა თავისი დამქაშების მეშვეობით საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაყიდა, შესამოსლებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა, მის დროს გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი იყო თავისი ტიხრული მინანქრით. აგრეთვე ეგზარქოს პავლეზე, რომელმაც სემინარიის რექტორის მოკვლისათვის (იგი ქართველმა მოკლა), ქართველი ერი შეაჩვენა, მოკლულის წესის აგების დროს, რის გამოც ხალხის უზომო სიძულვილი დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თვადაზნაურობის წინამძღვარმა ბატონმა დავით ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს ქუთაისიდან მას წერილი გაუგზავნა და სთხოვდა “ უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა” დაწყევლისათვის. ამის გამო ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში და როდესაც ახსნა-განმარტებისათვის გამოიძახეს პეტერბურგში იგი სასტუმროში მოკლული აღმოაჩინეს. დაქირავებული მკვლელი ვერსად იპოვეს.
რუსი ეგზარქოსები საქართველოს ისე უყურებდნენ, როგორც მათთვის გასაძარცვ მხარეს.
გელათის მონასტრის საკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა. მათ შორის იყო: 1. ოქროთი მოჭედილი ტიხრული მინანქრრით გაწყობილი მე-11 საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის თანხმობით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც ოქროს მოჭედილობა მოხსნა და იაფფასიანი ვერცხლით შეცვალა; 2. ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი, რომელიც კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო შეკერილი და მისგან ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებულ იქნა გულქანების დასამზადებლად. ის დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ვახტანგ მეფემ (446-451წ.წ.) სპარსეთში ლაშაქრობების დროს მოიპოვა და შემდეგ მის გვირგვინს ამკობდა. ასევე ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან გაქრა სამღვდელო ამფორებიდან და ბისონებიდან ფუთობით მოხსნილი თვალმარგალიტი, ოქროს ჭურჭელი, ჯვრები და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის, იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედის და სხვა მონასტრებიდან. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც 50 ათასი მანეთი ღირდა. მასში ჩაწყობილი იყო წმინდანთა ნაწილები. ასევე პავლეს დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირადღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა. ეგზარქოსმა პალადიმ თავის საყვარელ მხატვარს ნება მისცა გაეტანა მარტვილის , ხობის, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან მომინანქრებული ხატები და გელათის მონასტრიდან ტიხრული მინანქრით შესრულებული ხატები.
სახელმწიფო ხაზინამ მონასტრებიდან და ეკლესიებიდან წაიღო ქ.თბილისში 28. 910. 000 მანეთად ღირებული ქონება; თბილისის გუბერნიიდან 79. 570. 000 მანეთად ღირებული ქონება; იმერეთიდან - 29.787.500, გურიიდან – 328.000 მანეთად ღირებული ქონება. ჯამში 137. 600. 000 მანეთის ქონება.
რუსი ეგზარქოსების დროს საქართველოში სასტიკად იკრძალებოდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის ჩატარება. თბილისში ეგზარქოსმა ალექსიმ აკრძალა მიცვალებულთათვის ქართულ ენაზე წესის აგება. ერთ-ერთმა ეგზარქოსმა კი ქართულ საკლესიო გალობას “ ძაღლის ყეფა” უწოდა.
ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოში ყველა საეკლესიო კანონი და დადგენილება, რაც ქართულ ეკლესიას შეეხებოდა მდინარე მტკვარში ჩაყარეს . ბევრი უძველესი საკლესიო დოკუმენტი ცეცხლის ალს მისცეს. ეგზარქოსი პავლე წიგნებს ღუმელში წვავდა. საზღვარგარეთ ბევრი ქართული წიგნი და ხელნაწერი გაიტანა ბარონმა დე ბაიმ, იმ მიზნით რომ გადაერჩინა.
1894 წელს მთელი წლით დაკეტეს თბილისი სემინარია. 1905 წელს სამუდამოდ დაიხურა იმერეთ-სამეგრელოს სემინარია ქუთაისში, ხოლო 1907 წლის აპრილის დასაწყისში თბილისის სემინარია. ქართველები ითხოვდნენ მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენას, რომელიც ქართულ ეკლესიას მე-6 საეკლესიო კრებამ უბოძა, მაგრამ რუსები თვლიდნენ რომ ამას მოჰყვებოდა პოლიტიკური თავისუფლებაც, თუმცა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს მაინც შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა
https://sites.google.com/site/russianoccupa...iastan-mierteba