რუსული ემბარგოს ფონზე, ჩემი აზრით სრულიად ლოგიკური იქნება
საკონსტიტუციო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა - მარიხუანას ''ლეგალიზაცია''
კოფეშოფების გახსნაზე ნებართვა, რაც მთავრობის ვალდებულებაა

ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან დიდი გამოხმაურება ექნება
+ მართლაც კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებას მოიტანს
ბრეგაძეები და მსგავსი იმბეცილების რეაქცია საერთოდ უნდა დაიკიდო
საპატრიარქოს ინიციატივის ფონზე < 3
კანაფის ლეგალიზაციით, მასთან დაკავშირებული ტურიზმით თუ სხვადასხვა სფეროებით ქვეყნის ეკონომიკას შეემატება დაახლოებით 3 770 000 000 ლარი.
ერთი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში სჭირდება საშუალოდ 50 000 ლარის ინვესტიცია. (საქართველოს ეკონომიკა გაყოფილი ოფიციალურად დასაქმებულების რაოდენობაზე)
გამოდის, რომ 3 770 000 000 ლარის ახალი ეკონომიკა შექმნის 75 000 ახალ სამუშაო ადგილს.
ბიუჯეტში კი შევა 1 700 000 000-მდე ლარი. (კანაფის ნაწარმზე 60% აქციზი + 25% სტანდარტული გადასახადები ტურიზმის სფეროდან).
ეს კი ძალიან, ძალიან დიდი თანხაა.
მაგალითისთვის, ამ ფულით შეგვიძლია:
საქართველოს 720 000-ვე პენსიონერს პენსია გავუზარდოთ 196 ლარით
ან საქართველოს მოსახლეობის ღარიბ ნახევარს (1 850 000 ადამიანი) ყოველთვიურად დავეხმაროთ 76 ლარით
ან საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი გავზარდოთ 2,5-ჯერ
ან 564 000-ვე მოსწავლეს სასკოლო ვაუჩერი გავუზარდოთ 3014 ლარით (დღეს ეს ვაუჩერი 500 ლარის ფარგლებში მერყეობს). ღირს დაფიქრება
This post has been edited by Magicman on 9 Jul 2019, 13:23