#54943970 · 9 Jul 2019, 10:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1991 წლის 2 სექტემბერს ედეპეს(გიოგრი ჭანტურიას პარტია) სამას კაციანი მიტინგი სპეცრაზმმა დაარბია,დღემდე ბურუსითაა მოცული ვინ გასცა ბრძანება და რა საჭირო იყო ამ მიტინგის დარბევა. მანამდე ზვიად გამსახურდია დაადანაშაულეს რუსეთის აგენტობაში,რადგან რუსეთში გადატრიალება მოხდა და რამოდენიმე ხნით ძალაუფლება ხელში აიღო გეკაჩეპემ,სამხედრო გადატრიალება იყო ფაქტიურად,მათ გამოსცეს ბრძანება,რომ ყველა რესპუბლიკას უნდა დაეშალა თავისი სამხედრო ნაწილები,ზვიადმა ეროვნულ გვარდია დაუქვემდებარა დინაგან საქმეთა სამინისტროს,რათა აეცილებინა საფრთხე,ამის გამო კიტოვანმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და თავისი გვარდიელებით რკონში გაიხიზნა. თბილისში დაიწყო მასიური გამოსვლები “რუსეთის აგენტ” ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ,ჩაუშესკუ ჩაუშესკუს ძახილით, ოპოზიციამ იმდენი მოახერხა,რომ ქვეყანა ორად გახლიჩა და სათავე დაუდო ძმათამკვლელ სამარცხვინო ომს,რომელიც გადატრიალებით დასრულდა. რამოდენიმე ხანში კიტოვანი თავისი გვარდიით აფხაზეთში შევიდა,სეპარატისტები წლების მანძილზე ემზადებოდნენ და არძინბას ნათქვამი ჰქონდა,ჩვენ ვაიძულებთ ქართველებს ტანკებით შემოვიდნენ აფხაზეთშიო,შედეგად აფხაზეთი დავკარგეთ,ქართველებს ეთნიკური წმენდა მოგვიწყეს და აფხაზეთი დავკარგეთ.აი ასე პატრიოტული მოტივებით კეთდებოდა რუსული საქმე.
This post has been edited by არმეძებო on 9 Jul 2019, 10:10
|