გვეღირსება ოდესმე ისეთი სახელმწიფო, რომელშიც სასულიერო პირები ისწავლიან სწორ პოზიციაზე დგომას ან საერთოდ არ ჩაერევიან ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენი ნების გარეშე ?
ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპებზე არც სააკაშვილი იყო საპატრიარქოს გაძლიერების მომხრე და არც ივანიშვილი, თუმცა მათი მმართველობის მიწურულს, სააკაშვილმაც და განსაკუთრებით ივანიშვილმა რატომღაც იძულებულად მიიჩნია თავი რომ საპატრიარქოს შეკედლებოდა.
საპატრიარქოს რადიკალებთან თუნდაც კანონის დაპირისპირებაც კი კრიტიკულად არაპოპულარულია დღვანდელ საქართველოში, ასე რომ საპატრიარქოს დერადიკალიზაციისთვის ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება მხოლოდ განათლების ხარისხიანი რეფორმა, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს გრძელ ვადებში. მანამდე კი მოგვიწევს გაგებით მოვეკიდოთ ქვეყანაში ბნელი ძალების თარეშს.