მამაჩემს ყავდა.
იყო ყოვლად არაეკონომიური და არაერგონომიული.
ამხელა მახინას ჰქონდა ძარაზე 50 სანტინეტრიანი ბორტები...
ერთხელ 95 წელი იქნებოდა. ბაბუაჩემი უნდა ჩამოგვეყვანა ხარაგაულიდან თბილისში.
წავედით კაზით.
აქედან მშვიდობით ავედით.
დავეშვით იქიდან და რუისთან დადგა.
90 იანებია...

არსაიდამ ხსნა არსით საშველი.
ვერ გაუგო მამაჩემმა ვერაფერი რისი ბრალო შეიძლებოდა ყოფილიყო და დაყარა ფარ ხმალი. ცივა არადა, დეკემბერია... სადღაც 3 საათი ვიდექით და მეორე კოლხიდამ ჩამოიარა.
I Know This Feel Bro...

ეს სიტუაცია გაიჩითა.
დატვირთული იყო. ხელი არავის დაუქნევია, თავისით გააჩერა იმ მადლიანმა ზადნით მოაყენა და ტროსი ხო გაქვსო მამაჩემს გამარჯობის ნაცვლად გადმოსძახა.

ტროსი მგონი მინიმალურ კომპლექტაციაშიც მოყვებოდა მაგ მანქანებს

დაგვიბუქსირა და მოგვიყვანა სახლამდე.
მერე მამაჩემი ფულს აძლევდა და არ გამოართვა. რაღაც ნაწილი სჭირდებოდა და ეგ თუ გაქვს მაგაზე უარს არ გეტყვიო.
ადგა და მამამ თავისი აწფუნქციადაკარგული მანქანიდან მოუხსნა.
კოლხიდა ქონექთინგ ფიფოლ...
ხო ცუდი დრო იყო მაგრამ მაინც კარგი.
სხვანაირად კარგი, რავი...
სხვა რაღაცეები გვიხაროდა.
This post has been edited by zumbito on 10 Jul 2019, 08:35