
მოგესალმებით ყველას ჰიბრიდული ავტომობილების თემაში

მოგეხსენებათ რომ ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში. ამის გამო გადავწყვიტე ეს თემა შემექმნა სადაც ადამიანები რომლებსაც ჰყავდ ჰიბრიდები ან უბრალოდ აინტერესებთ ამ ტიპის ავტომობილები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასდა ინფორმაციას.
პირველ რიგში მოკლედ განვმარტოთ რას ნიშნავს ჰიბრიდი:
ჰიბრიდულ ავტომობილად ითვლება ის ავტომობილი რომელიც იყენებს ორ ან მეტ ერთმანეთისგან განსხვავებულ ენერგიის წყაროს. ყველაზე გავრცელებული ჰიბრიდული ავტომობილებია რომლებსაც გააჩნიათ ე.წ. შიგაწვის ძრავა და მასთან ერთად ელექტრო მოტორი.
რატომ არის ჰიბრიდული მანქანა ეკონომიური:
ჰიბრიდული ავტომობილი თანაბრად იყენებს შიგაწვის ძრავის და ელექტრო მოტორის რესურს, საჭიროებისამებრ არჩევს რომელი ტიპის ძრავი გამოიყენოს.
მაგალითისთვის თუ ავტომობილი მოძრაობს დაღმართზე ამ დროს შიგაწვის ძრავი არ მუშოაბს რადგან ამის საჭიროება არ არსებობს, ხოლო ელ მოტორი გადასულია ელემენტების დამუხვტვის რეჟიმში.
ასევე როდესაც ჩვენ ვმოძრაობთ სწორ ზედაპირზე ავტომობილი იყენებს ორივე ძრავის რესურსს, ამით ამცირებს საწვაის წვას და გამონაბოლქვს.
აღმართზე ასვლის ან აჩქარების დროს შიგაწვის ძრავი ასრულებს ძირიტად მოქმედებას ხოლო ელ მოტორი გადასულია დახმარების რეჟიმში.
თუ ჩვენ ვიწყებთ დამუხრუჭებას ელ მოტორი ამას იყენებს ელმენტების დასამუხტად.
ასევე საცობში დგომის ან მცირე სიჩქართ მოძრაობის დროს ავტომობილი არ იყენებს შიგაწვის ძრავს და ოპერირებს მხოლოდ ელ მოტორით.
ბოლო წლებში თითქმის ყველა ავტმწარმოებელმა დაიწყო ჰიბრიდული ტიპის მოდელების წარმოება, წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე პოპულარული მოდელების სიას:
2014 Ford Fusion Hybrid

2014 Toyota Camry Hybrid

2013 Toyota Prius Hybrid

2014 Honda Accord Hybrid

2014 Ford Edge Hybrid

2013 Toyota Highlander Hybrid

სასარგებლო ინფორმაცია ჰიბრიდული ავტომობილის მფლობელთათვის:
ჰიბრიდის ხელოსანი: (551) 515-505 კახა
პრიუსის მეორადი ნაწილები: ვაკე-საბურთალოს სასაფლაოებთან, მერსედესის ცენტრის გვერძე არის ჩასახვევი, იქ არის ბოქსები სადაც არის დაშლილები, ერთ-ერთ ბოქსში შლიან პრიუსებს
This post has been edited by DaNGeR_DaNGeR on 21 Nov 2013, 13:13
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.