#54951348 · 10 Jul 2019, 14:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკოსი ამ სიტყვის განმარტებიდან გამომდინარე უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას.პოლიტიკოსი ვალდებულია საქმე აკეთოს იმისდა მიხედვით,სჭირდება თუ არა ქვეყანას,თუნდაც თვითონ არ მოსწონდეს ის,რასაც აკეთებინებენ. არა მგონია ვინმეს ჰგონებოდეს,რომ პუტინს ესიამოვნა ვინმე გაბუნიას გინება.ეს გინება ნებისმიერი ქართველის მისამართით რომ ყოფილიყო-გაბუნიას თავს მოაჭრიდა,მაგრამ პუტინი მოიქცა ისე,როგორც პოლიტიკოსი,იმიტომ,რომ ასე ჩათვალას საჭიროდ.კი–მტერია,რუსია,არაა მართალი ჩვენს წინაშე–მაგრამ პოლიტიკოსია.რუსთავი2-ს აქვს გინებაზე უფრო ეფექტური შესაძლებლობები პროტესტის გამოსახატავად.გავრილოვიადას და გაბუნიადას რუსებმა ხულიგნური საქციელი უწოდეს და საერთოდ არ დაუკაშირეს იმ ამბავს,რაც ჩვენ გვაწუხებს.ჟირინოვსკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა "ქართველების შეჭრა აფხაზეთში რუსების სახოცავად". ხომ აქვს რუსთავი2–ს (და არამარტო)საშუალება სათანადო დასაბუთებული მასალების შესაქმნელად და გამოსაქვეყნებლად ოპერატიულად გაეცეს პასუხი ასეთ პასკვილებს? იქნებ ეს უფრო ეფექტური იყოს,ვიდრე პუტინის დედის გინება? გინებით ნახევარი რუსეთი აგინებს პუტინს და მიჩვეულია ამას.ეს გინებები და სხვა დიფერენციალური გამოხდომები უფრო ერთმანეთის დასანახავად ხდება.ეთერში გინებაზე ეფექტური იქნებოდა გინების წერილი რომ დაგვეწერა, ხელმოწერები შეგვეგროვებინა და ის გაგვეგზავნა პუტინისთვის,იმის ხაზგასმით,თუ რატომ აგინებენ. ომი ჩვენც წაგვიგია,სხვასაც წაუგია,მაგრამ ცოტა დასტოინად რომ გადავიტანოთ არ შეიძლება? პატარა ბავშვს რომ დატუქსავენ და ვეტყვი მამაჩემსო–ისე ნუ ვიქცევით.
|