ამასობაში ეს გავრცელდა. ლილუაშვილი არ ვიცი ვინაა, მაგრამ თუ ქუცნაშვილი არ წასულა პარლამენტიდან,
ქოცების ისედაც დაცემულ რეიტინგს საბოლოოდ გაანულებს.
http://progressnews.ge/qutsnashvilma-pozit...n9WdLslldf9NNe8“ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლება იტყუება როგორც ყოველთვის და ქუცნაშვილი წასვლას არ აპირებს, დღეს პარლამენტს მივწერეთ წერილი და გამოვითხოვეთ ინფორმაცია. იმედია არ დააგვიანებენ პასუხს.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კახიანს
როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი საქართველოს პარლამენტის წევრმა №38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს სადეპუტატო მანდატს და გადის საქართველოს პარლამენტის წევრობიდან.
ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია გათავისუფლდა თუ არა პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, რათა მოვემზადოთ შუალედური არჩევნებისათვის და წარმოვადგინოთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი.
აქედან გამომდინარე გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ:
1. როდის მიმართა ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა თქვენს კომიტეტს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის მოთხოვნით.
2. როდის აპირებს საქართველოს პარლამენტი იმსჯელოს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილზე სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხზე.
წერს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია „საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი.