მოქმედება ხდება 2018 წლის ოქტომბერში
მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა აუდიო-ჩანაწერები ტიტრებით
წაიკითხეთ და მოუსმინეთ ჩანაწერებს
https://www.buzzfeednews.com/article/albert...FhkLfdA7xy6WF68საყურადღებოა ძალიან
ეს 6 ადამიანიო, შეიკრიბა მეტროპოლში "დიდი ალიანსის" გეგმების განსახილველადო
ეს ის მეტროპოლია, სადაც 1917 წელს სამეფო კარი უშედეგოდ ცდილობდა კრემლის გადარჩენას ბოლშევიკებისგან და სადაც რევოლუციის გამარჯვების სემდეგ, პირველი საბჭოთა კონსტიტუცია დაიწერაო
3 რუსის და 3 იტალიელის შეკრების ნომინალური მიზანი - ნავთობის გარიგება, რეალური კი ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის დანგრევა და მოსკოვთან დაკავშირებული ახალი ნაციონალური ევროპის შექმნა იყოო...
ევროპაში ერთ-ერთი გავლენიანი, იტალიის ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერის, ვიცე-პრემიერი მატეო სალვინის ახლობელი და დანარჩენი 5 ადამიანი, განიხილავს ამ გარიგების პირობებს, როგორ გადაქაჩონ საიდუმლოდ ათობით მილიონი რუსული ნავთობ-დოლარები სალვინის და მისი პარტიის ჯიბეში...
ჩანაწერში ჩანს, თუ რამდენად სკურპულოზურად არის მომზადებული ორივე მხარე ამ ფაქტის დასამალად - რადგან ეს იტალიის კანონმდებლობის დარღვევაა, პოლიტიკური პარტიებს უკრძალავს უცხოეთიდან დაფინანსებას იმის მიუხედავად, რომ სალვინიც და სხვა მემარჯვენე ლიდერებიც ღიად გამოხატავენ პრო-რუსულ სიმპათიებს.
"ჩვენ გვინდა შევცვალოთ ევროპა" - ამბობს სალვინის თანაშემწე ჯანლუკა სავოინი, რომელიც გასულ კვირას პუტინის რომში ვიზიტის დროს, მასთან ერთად სადილობდა სამთავრობო ბანკეტზე. - "ახალი ევროპა ახლოს უნდა იყოს რუსეთთან, როგორც ადრე, რადგან ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი" - (დებილ@როგორც ლავროვი იტყოდა)
მოკლედ, ლინკზე არის სტენოგრამაც...
სალვინი, რომელსაც რუსები "ევროპულ კოზირს" უწოდებენ, თავად არ ესწრებოდა ამ შეხვედრას, მაგრამ იმ დროს მოსკოვში იყო. იქ იგი გამოვიდა სიტყვით და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უწოდა " ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სიგიჟე", შეხვდა ვიცე-პრემიერ კოზაკს და პუტინის პარტიის გავლენიან წევრს - პლიგინს
3 რუსი მომლაპარაკებლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან, რადგან ჩანაწერში ისმის ფრაზები, რომ მთავრობა საქმის კურსშია ამ მოლაპარაკებების შესახებ, ეყრდნობიან "გუშინდელ შეხვედრას" და რომ მათ დეტალები უნდა გააცნონ "პრემიერ-მინისტრის მოადგილეს", იქვე იმედს გამოთქვამენ, რომ "მისგან მწვანე შუქი ექნებათ"...
იქვე ჩამოთვლილია მათი მოკავშირეები ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთში, უნგრეთში და ა.შ.
საინტერესოა, რომ ყველა ქვეყანასთან განსხვავებული ანგარიშსწორება აქვთ რუსებს - თუ იტალიასთან არის ნავთობი, ბრიტანეთში ბრილიანტებია, საფრანგეთში - საბანკო ტრანზაქციები და ა.შ.
დანარჩენი ლინკზეა და წაიკითხეთ...
საქართველოს დაზვერვა და უშიშროება, იმედია საქმის კურსშია
* * *