დღეს წავიკითხე ამ მართლაც რომ შესანიშნავი ავტომობილის შესახებ და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.
დავიწყოთ ვიზუალით:
ვისაც ზოგადად მინის დიზაინი მოგწონთ, ესეც მოგეწონებათ, საკმაოდ ტრადიციულად გამოიყურება და მე პირადად ძალიან მომწონს.
ფერებიც უხდება ჩემი აზრით თეთრი და ყვითელი

წინა ფარებიც მომწონს და უკანა ჰომ საერთოდ ძალიან მაგარია, დიდი ბრიტანეთის სტილშია უკანა ფარები, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.
დისკებიც ფუტურისტული და საინტერესოა.

ახლა გადავიდეთ სისწრაფეზე!
ეს ავტომობილი იქნება ელექტრომობილი და არა ჰიბრიდი! ექნება 181 ცხენისძალა და თორქი რავი ვერ ვიპოვე, მაგრამ ალბათ 300-ის ფარგლებში იქნება შეიძლება მეტიც.
0-100 მდე 7.3 წამი.
range ექნება 180-230 კილომეტრი დაახლოებით
იმიტომ რომ ელექტრომობილია სიმძიმის ცენტრი უფრო დაბლა ექნება და დარწმუნებული ვარ ძალიან სასიამოვნო სამართავი იქნება, ამავდროულად აეროდინამიკაც გაუმჯობესებული იქნება.
და რაც მთავარია ფასი იქნება 27,000 ევრო, რაც ამ კლასის ელექტრომობილისთვის ნამდვილად არ არის ცუდი
დარწმუნებული ვარ ბევრი იყიდის ამ მანქანას, მომწონს რომ ამდენი ახალი საინტერესო ელექტრომობილი გამოდის.
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options