https://www.facebook.com/david.zurabishvili...219360075137720
ჟურნალისტი: ბატონო მინისტრო, რას იტყვით რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე რომ ის არ აპირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე მისცეს თანხმობა?
მინისტრი: ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. რუსეთის პრეზიდენტმა გამოიჩინა სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა და არ აჰყვა საქართველოში მოქმედი დესტრუქციული პოლიტიკური ძალის პროვოკაციას. მხოლოდ მივესალმებით ამას.
ჟურნალისტი: თქვენ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტის განცხადებას კერძო ტელევიზიის ეთერში რაოდენ მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო იგი, შეეძლო გამოეწვია რუსეთის მხრიდან რაიმე სერიოზული ქმედებები?
მინისტრი: ჩვენ თავისუფალ მედიას და გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემთ, მაგრამ ისიც ყველამ ვიცით, რომ ის კერძო ტელევიზია რეალურად მედია-საშუალება კი არაა, არამედ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ძალის პროპაგანდისტული რუპორი. ხოლო ის
ჟურნალისტი, რომელმაც უკადრებელი იკადრა და არა მარტო რუსეთის, არამედ საქართველოს ყველა პატიოსანი მოქალაქე აღაშფოთა, რეალურად ჟურნალისტი კი არაა, არამედ ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალის სამსახურში მყოფი დივერსანტი. მათი მიზანი იყო პროვოკაცია და კონფლიქტის გაღვივება, მაგრამ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებათა ერთობლივი ძალისხმევით, გართულებები თავიდან იქნა აცილებული, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მისასალმებელი ფაქტია.
ჟურნალისტი: რუსეთის პრეზიდენტი ასევე საქართველოს ისტორიის საკითხებსაც შეეხო...
მინისტრი (აწყვეტინებს): ვფიქრობ, მთავარია, რომ სანქციები იქნა თავიდან აცილებული და რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრძნული ნაბიჯი...
ჟურნალისტი (არ ეშვება): მაგრამ მან განაცხადა, რომ საქართველომ 1919-1920 წლებში მოაწყო ოსების გენოციდი. ეთანხმებით ამას?
მინისტრი (ვითომ ვერ გაიგო): რა მოაწყო?
ჟურნალისტი (კითხულობს ციტატას) „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში - ეს იგივეა, რაც გენოციდი.“
მინისტრი (აწყვეტინებს): გასაგებია (პაუზა). და რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე?
ჟურნალისტი: ეთანხმებით მის ამ განცხადებას?
მინისტრი: რასაკვირველია არა, მაგრამ... ისა... სად თქვა ესა?
ჟურნალისტი: ეკატერინბურგში განუცხადა ჟურნალისტებს. ვიდეოც მაქვს. განახოთ?
მინისტრი: არ მინდა, ნანახი მაქვს.
ჟურნალისტი: ესე იგი იცოდით მისი ამ განცხადების შესახებ...
მინისტრი (თავისთვის): აუ, ჩემი...
ჟურნალისტი (აგრძელებს) და საჭიროდ არ ჩათვალეთ
რეაგირება.
მინისტრი: რას ნიშნავს საჭიროდ არ ჩავთვალე? ფაქტია, რომ ქვეყანას ავაცილეთ დიდი უბედურება, რომელსაც გეგმავდა ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და რომელიც განხორციელდა ვითომდა დამოუკიდებელი ტელევიზიის ეთერით. ამ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი და კონსტრუქციული. რა არის აქ გაუგებარი? თქვენ დაფიქრებულხართ რა დღეში შეიძლება ჩავარდეს ასეთი პროვოკაციის გამო ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და იქიდან არჩენს ოჯახს?
ჟურნალისტი: მე აფხაზეთის ოკუპაციისა და ოსების გენოციდის შესახებ გკითხეთ. თქვენ ფიქრობთ. რომ საქართველოს ისტორიაზე ლექციაც იმ ანტისახელმწიფოებრივმა და დესტრუქციულმა ძალამ ჩაუდო რუსეთის პრეზიდენტს?
მინისტრი (გაღიზიანებული): რას გეტყვით იცით? თქვენ იმ ტელევიზიისა რა ხართ? აბა მაგათი მმართველობისას გაგებედა ეგეთი კითხვების დასმა, ნახავდი რა მოგივიდოდა! დაგავიწყდათ ხომ რა დღეში ჰყავდათ ჟურნალისტები? ახლანდელ ხელისუფლებასთან ყველანი მაგრები ხართ!
ჟურნალისტი: მე მგონი მარტივი კითხვა დავსვი - რას ფიქრობთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ საქართველომ გერმანიასთან ერთად განახორციელა აფხაზეთის ოკუპაცია და...
მინისტრი (გაღიზიანებული აწყვეტინებს): ოჰ, ოკუპაცია! არა ოკუპაციას! ძირს ოკუპანტები! სანამდე უნდა იძახოთ? ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით იმ ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალის წისქვილზე რომ ასხამთ წყალს, ვერ ხვდებით? ძლივს მოხერხდა პროვოკაციის განეიტრალება და სანქციების თავიდან აცილება და ახლა თქვენ რას მთავაზობთ? ისევ გავამწვავოთ ურთიერთობა და ისტორიულ თემებზე დავიწყოთ კამათი? ეს გადაწყვიტონ ისტორიკოსებმა. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და მოქალაქეთა ინტერესებზე უნდა ვიზრუნოთ.
ჟურნალისტი: ანუ რუსეთის პრეზიდენტის ანტიქართული განცხადებების კრიტიკა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად მიგაჩნიათ. სწორად გავიგე?
მინისტრი (ძალიან გაღიზიანებული): ვერაფერიც ვერ გაიგეთ! აშკარად პოლიტიკური დღის წესრიგით ხართ ჩემთან მოსული და ცდილობთ პროვოკაციაზე წამომაგოთ! არ გეყოთ რაც ტანჯეთ ხალხი თქვენი უგუნური პოლიტიკით! ახლა კიდევ გინდათ რუსეთს დაგვაჯახოთ, ომი და უბედურება გამოიწვიოთ, არა? ვერ მოგართვით!
ჟურნალისტი (წყნარად): კარგი. გასაგებია თქვენი პოზიცია: არ მიგაჩნიათ ამ ვითარებაში სწორად რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა (წასვლას აპირებს).
მინისტრი (გაცოფებული) რა არის გასაგები? აბა ის იყო კარგი თქვენი ბელადი რომ წიოდა რუსეთზე ბოზი ქალივით? მერე შედეგი?
ჟურნალისტი: მადლობა. ყველაფერი გასაგებია (მიდის).
მინისტრი (გაცოფებული მისდევს): ახლა გამორთულია არა კამერა? ჰოდა იმ შენს უფროსს გადაეცი, რომ ჩემი ### ჭამოს! ბებიამისი ააგდოს მაგან პროვოკაციაზე, გაიგე? და საერთოდ თქვენ დედებს ###### მე! გოგოსიან-ბიჭიანა!
ჟურნალისტი (მიდის): კარგად ბრძანდებოდეთ. აუცილებლად აღვნიშნავ თუ როგორი კორექტული და აკადემიური ბრძანდებით მედიასთან ურთიერთობაში.
მინისტრი (კვლავ გაცოფებულია): კორექტული არა ###! მე შენ ვინა გგონივარ? შენ გგონია მე რუსეთი მინდა? თუ დებილი ვარ და არ ვიცი რუსეთი ოკუპანტი როა? ერთი რუსეთის პრეზიდენტის დედაც #####ან, მეორე შენი და მესამე შენი გამომგზავნის! ჩემი მოხსნა გინდათ არა?
ჟურნალისტი: (გადის).
მინისტრი (თავისთვის): არ შესცეს ვირის დედას? (უცებ გამოერკვევა): დაიცა და რა ვთქვი რუსეთის პრეზიდენტზე? ეს რომ იმან გაიგოს... ვაი... (გაეკიდება ჟურნალისტს). მაპატიე რა, ძალიან გავცხარდი, ბოდიშიიი! და ის ბოლო არ დაწერო რა არსად, ის ბოლო გინება! ის ბოლო..
This post has been edited by manuchari123456 on 13 Jul 2019, 16:44