მიხო კაკლის ჩრდილშია წამოწოლილი და თვლემს... შემოდის მარო:
-მიხო, სოფლის გამგებელად აგირჩევენ!
-რა სოფლის გამგებელად დედაკაცო რეებ მიედ-მოედები?
-წყაროზე ქალებმა თქვეს, დააა
-ერთი მაგად დედაც !
გავა ცოტა დრო და მიხოს მართლა აირჩევენ სოფლის გამგებლად. ერთ დღეს ისევ შემოდის მარო:
-მიხო! წყაროზე ქალებმა თქვეს პარლამენტარი გახდებიოო
-პარლამენტარი არა ღლეოო, ერთი მაგათ დედაც რაა
ცოტა ხანში მიხო პარლამენტარი გახდა. კიდევ შემოდის ერთ დღეს მარო:
-მიხო გაიქეცი დაგიჭერენ, წყაროზე ქალებმა თქვესოო
-მე ვინ დამიჭერს ქალოოო?
მეორე დღეს მიხოს დაიჭერენ. უნდა სასამართლონ. მიხო წინასწარი დაკავების იზოლატორშია, მარო შედის და ამშვიდებს:
-ნუ გეშინია მიხო ადვოკატს ველაპარაკე და პროკურორსაცოო, ჰოდაა....
-ადვოკატს კი არა, წყაროზე ქალები რას ამბობენ დედაკაცოო!
მე კარგა ხანია რაიონში გადავსახლდი და თბილისში უკვე ძალიან იშვიათად ჩამოვდივარ.
სოფლის ბირჟა და წყარო კი დაცარიელდა, მოსახლეობა ან გოროდშია ან ზაგრანიცაში.
შემორჩენილი ახალგაზრდობიდან თუ ვინმე ბირჟაზე გამოვა ისიც მხიარული პაპიროსის მოსაწევად.
ფორუმიდან და ფაცებუკიდან ვერაფერს გაიგებს ადამიანი, ყველგან ტროლები, ბოტები და პარტაქტვისტები არიან.
აქ უზერების უმეტესობა გადაადგილდებით საზტრანსპორტით, დადიხართ ქუცებში, ზიხართ სკვერებში, კაფეებში, შოპინგობთ მეგამოლებში და ა.შ.
ჰოდეე ძალიან მაინტერესებს, ამ ყველაფერზე რაც ეხლა თავს მოვიწიეთ რეალურად ხალხი რას ამბობს?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: