მართალი გითხრათ უბრალოდ ვერ ვხვდები ამ ორგანიზაციის ძირითად პრინციპს თუ რავი რა დავარქვა.
გასაგებია, რომ ძირითადში აზრი ის არის, რომ თუ ერთ წევრს გაუჭირდება დაეხმარება ყველა ვინც წევრია ამ ორგანიზაციის.
ეს იდეა იყო, ამ ორგანიზაციის შექმნის მამოძრავებელი ძალა.
მაგრამ, ეხლა მოდით ერთ რამეს დავაკვირდეთ.
ნატოში ვინც შევიდა, შედის და შევა უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, რომ ნატო მას დაიცავს.
ასეც უნდა იყოს, მაგრამ ისმის კითხვა, შენ დაიცავ იქით შენს მოკავშირეს? გაქვს ამის ერთი ადგილი?
არის ეს მოწოდება სახელმწიფოს დონეზე, თუ როგორი პრეზიდენტი გეყოლება იმაზეა და როგორი პარლამენტი?
მაგალითად გაგიჟდა ვალოდია და დაუშვა ლიტვა-ლატვიას? მერე?
ვიცი, მაგალითად რომ პოლონეთი იტყვის თავის სიტყვას. იმიტომ, რომ კარგად იცის რასთან და ვისთან აქვს საქმე.
მაგრამ, რას გააკეთებს გერმანია აღშფოთების გარდა? რას გააკეთებს იტალია, ესპანეთი და ა.შ?
რას იზამს თურქეთი, რომელიც ს-400 ყიდულობს და პენტაგონს ემიჯნება?
საქართველო და უკრაინა, რომ იყოს დარწმუნებული ვარ არც დაფიქრდებოდნენ.
მაშ ისმის კითხვა. რატომ უნდა იყოს გერმანია წევრი, როცა საწევროსაც ნორმალურად არ იხდის და აღშფოთებაზეა მარტო
და რატომ არ უნდა იყოს უკრაინა? (საქართველოს თავს ვანებებ ამ შემთხვევში. უკრაინა უფრო დიდი შენაძენია ნატოსთვის)
ვინც ნამდვილ მხარდაჭერას ავლენს იმათ ნატოს კარი ღიაა რომ ეუბნები და ტენი იმათ, ვინც ხვალ და ზეგ შენ წინააღმდეგ წავა.
თუ ნატო ფორმალურობაა, და იქ მთავარი მოთამაშე მარტო ამერიკა და ინგლისია, მაშინ რა ჯანდაბად უნდა იყოს წევრები სხვა ქვეყნები.
დავუძახოთ "2 ძია და მათხოვრები" ნატოს.
მე ვფიქრობ (შეიძლება არ ვიცი და ასეცაა) თუ წევრი დაარღვევს მეგობრულ გარემოს და დაიწყებს მაიმუნობას.
გაფრთხილების შემდეგ უნდა გავიდეს წევრობიდან და ყველა ვინც წევრი იყო უნდა მოარტყან სანქციები.
ალიანსია თუ სალობიე ვერ გავიგე. ასევე ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ის ვალდებულია დაეხმაროს
მოკავშირეს სულ 2 ჯარისკაციც რომ ყავდეს, და მკაფიო მესიჯები გაუგზავნოს მოწინააღმდეგეს.
მერე იწყება მაიმუნობა. აი ჰიბრიდული ომია, თორემ იმას ვიზამთ და ამას.
ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ჰიბრიდულად დამიპყორბენ თუ მეტაკებიან

პ.ს საქართველო რომ ნატოში შევიდეს, რაღაცა არამგონია დიდი რამე მოიტანოს. ისე აქვთ აღშფოთებები დამუღამებული, რომ
აქეთ შეტენიან რამე პროვოკაცია რომ გააკეთოს რუსეთმა თუ ნატოს წევრებს არ აწყობთ რამე. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ეხლა.
სამხედრო ალიანსი კი არა პოლიტიკური უფრო. სადაც პოლიტიკაა იქ ყოველთვის მოიძებნება გამყიდველი.