#54978926 · 16 Jul 2019, 03:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო პერიოდში რომ ვუყურებ ქოც გამპრავებლების ბოლო იარაღი მგონია ესღა დარჩა, რომ სიტყვის თავისუფლება გვაქვსო.
მოდით შევთანხმდეთ იმაში, რომ ბევრ კომპონენტში არის პროგრესი. და ეს გამოწვეულია არამარტო ქოცების კეთილი ნებით, არამეთ ტექნოლოგიური წინსვლით. ტექნოლოგიები იმდენად წინ წავიდა ჩაკეტილი საეთერო სივრცე სრულად თუ არა მნიშვნელოვნად აზრს კარგავს. არ ჭირდება სატელევიოზიო ეთერი რომ მნიშვნელოვანი რამე საზოგადოებას გაუზიარო. მაგრამ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, სატელევიზიო სივრცეში მაინც არის პროგრესი.
მაგრამ ბიძინა ივანიშვიმა ააწყო მთელი სისტემა, რაც ზღუდავს არამარტო სიტყვის არამედ ქმედების თავისუფლებასაც.
ეს ეხება საჯარო სექტორს და ბიუჯეტზე გადაჯაჭვულ ბიზნესს, ეს ეხება მოსყიდულ ინტელიგენციას.
მაგალითად სკოლის პედაგოგები, ჩემი ოჯახის წევრი მუშაობს რაიონის ერთ ერთ სკოლაში, რომელსაც დირექტორი ავალებს პირდაპირ თუ ვინმე ქოცი ჩავა რაიონში მასთან შეხვედრაზე მივიდეს, არის მოწოდება არჩევნებზეც.
საჯარო სექტორიში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა გადაქცეული ყავთ ქოც აქტივად. ასევე კერძო სექტორშიც ბიზნესები რომლებიც დამოკიდებულია ტენდერებზე
საჯარო სექტორის და ბიზნესის დიდი ნაწილი გადაჯაჭვულია ხელისუფლებასთან, მათ ყველა თანამშრომლებს შეზღუდული აქვთ ქმედების და სიტყვის თავისუფლება, პრაქტიკულად შანტაჟის ქვეშ არიან, ეუბნებიან რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება ტენდერებს ვეღარ მოიგებენ და უმუშევრები დარჩებიან ამიტომ იძულებულები არიან ხელისუფლების პროპაგანდისტები იყვნენ.
ამ კომპონენტში, ჩემი პირადი გამოცდილებითაც და ისედაც ჩანს სიტყვის და ქმედების თავისუფლების კონტროლი გაიზარდა, ჩემს მაგალითზე ესეა, 4 ახლობელი მესტუმრა საარჩევნოდ ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტურზე და გვთხოვეს რომ სალომესთვის მიგვეცა ხმა, აქედან 2 კერძო სექტორში დასაქმებული იყო.
შექმნილია უამრავი უსარგებლო ფონდი, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება რომ ბიუჯეტის ფული შეღავათიანად აიღონ ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა ბიზნესმენებმა და შემდეგ გახდნენ მათი პროპაგანდისტები.
გახსოვთ გიორგობიანის გაგდება როცა მუსიკოსებმა აქციაზე იმღერეს. ესეიგი მას არ ჰქონია მთლად სწორად აწყობილი სისტემა..
გვახსოვს ასევე სტუდენტური თვითმმართველობების იდენტური განცხადებები. კატასტროფა, რომლებიც სტუდნეტებს კერძო ტელევიზიასთან მივარიდნისკენ მოუწოდობდნენ...
გვახსოვს ია კერძაიას საქმე...
ამიტომ არანაირი სიტყვის თავისუფლება არ იქნება სანამ ეს სისტემა არ დაკრისტალდება. სიტყვის თავისუფლება არ არის მარტო ფეისბუქი და ტელევიზია.
სანამ საჯარო სექტორი არ გაიწმინდება ნაგვისგან. სანამ სკოლები არ გახდება კერძო, სანამ უნივერსიტეტები არ გახდება კერძო. სანამ საბიუჯეტო ფონდები არ გაუქმდება, სანამ ეკლესია არ მოწყდება ბიუჯეტს.
მანამდე არანაირი სიტყვის და ქმედების თავისუფლება არ იქნება.
ასევე სასურველია საქველმოქმედო ფონდების ბენეფიტების იდენტიფიკაცია, არა კონტროლის და აკრძალვის მხრივ, არამედ ცნობილი უნდა იყოს სტატუსით, მაგალითად მსახიობი რომ გამოდის და მართალი კაცივით ლაპარაკობს და ხალხს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ხალხმა უნდა იცოდეს მისი სტატუსი, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ბენეფიტია და არა მსახიობი როდესაც ამას ამბობს..
This post has been edited by manuchari123456 on 16 Jul 2019, 03:56
|