#54986029 · 17 Jul 2019, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდასაც თავისი წესი და კულტურა აქვს.
ხშირად შემიმჩნევია, როცა ადამიანი საუბრობს და ისე, სხვათაშორის მოაყოლებს, რომ ბოდიშს იხდის და თითქოს არაფერი უთქვამს, ისე გადააბამს მერე სხვა წინადადებას.
წეღან ერთ იუზერშიც შევამჩნიე ეს...
ასე მგონია, სინამდვილეში არ სიამოვნებთ ბოდიშის მოხდა, დამცირებად თვლიან, მაგრამ თან კულტურულ ტიპებად უნდათ გამოჩენა და სხვა გზა არ აქვთ, უნდა მოიხადონ და ამ გზას არჩევენ...
გამაღიზიანებელია.
ასევე გამაღიზიანებელი და არასწორია ხშირი, უადგილო ბოდიშობა.
კარგად დაფიქრდით და როცა ჩათვლით, რომ ნამდვილად გაქვთ ბოდიში მოსახდელი, მკაფიოდ და გასაგებად უთხარით ადამიანს.
* * * | QUOTE | | კარგად დაფიქრდით და როცა ჩათვლით, რომ ნამდვილად გაქვთ ბოდიში მოსახდელი, მკაფიოდ და გასაგებად უთხარით ადამიანს. |
ნუ აქ სერიოზულ რაღაცებს ვგულისხმობ...
თორემ, მაგალითად, ქუჩაში რომ გაკრავთ ვინმეს მხარს, იმასაც უნდა მიუბრუნდეთ და ბოდიში მოუხადოთ. ეთიკაა უბრალოდ.
კიდევ გასწავლით ხოლმე მერე რაღაცებს, როგორ უნდა მოიქცეთ და ა,შ.
--------------------
მკიდიათქო შენი აზრი მერამდენედ უნდა გაგიმეორო? (c) არავინ
https://tellonym.me/banjuta
|