მოკლედ პატარა პარტიებს ვთავაზობ ესეთ რამეს,
ვინც ამბობს რომ მათ არც მიშა უნდათ არც ბიძინა. არც ნაცები არც ქოცები.. თუ ამაში ისენი გულწრფელები არიან, პროპორციული არჩევნებით სავსებით რეალურად შეიძლება თამაშის წესები დაადგინონ არა მიშამ და ბიძინამ არამედ სხვა დანარჩენებმა.
ეს მოხდება ესე:
ჩატარდება 2020 წელს არჩევნები, ცხადია ვერც ნაცები და ვერც ქოცები 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებენ, მაგრამ ჯამში ორივე ერთად აიღებს 60-70 პროცენტს. ამიტომ ცხადია მათ გარეშე დანარჩენი პარტიები ვერაფერს იზავენ. მაგრამ მათ შეუძლიათ არ ჩამოაყალიბებინონ მთავრობა არცერთს.
ამ შეთხვევაში დაინიშნება განმეორებით არჩევნები და ღრმად ვარ დარწმუნებული აქ უკვე სხვა ძალები ჯამში 50+ პროცენტს დადებენ. რადგან ხალხსაც და ბიზნესსაც დაეკარგება ნაც ქოცის რწმენა, და ფსონებს ჩამოვლენ პატარა პარტიებზე.
თუ დავუშვებთ ის სხვა პარტიები ვინც დღეს გვეუბნებიან არც მიშა უნდათ და არც ბიძინა გააკეთებენ იმას რაც ზემოთ დავწერე მაშინ,
ამ ფორმულას აქვს ორი საფთხე, პირველი ის რომ ნაცები და ქოცები გაერთიანებიან და ორივე ერრთად შექმნის მთავრობას. ეს ერთი შეხედვით ცუდია მაგრამ გვეცოდინება მაინც რომ ერთად არიან და ყველაფერი ცხადი გახდება და მათი დამარცხება რეალური გახდება.
და მეორე საფთხე, ნაცების ან ქოცების ნაწილი გადავა საპირისპირო ბანაკში, დარჩენილი ნაცები ან დარჩენილი ქოცები იტყვიან გვიღალატესო და შეეცდებიან იგივე მოცემულობა დატოვონ რაც დღეს გვაქვს, ამ შემთხვევაში ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ მოხდეს რევოლუცია.
მაგრამ რათქმაუნდა ეს არ მოხდება, პარლამენტში რომ შეძვრებიან არ აქვს მნიშვნელობა ვისი სიით. პატარა პარტიების დეპუტატების უმრავლესობა ისევ ქოცებში გადალაგდება დიდი ალბათობით, ნაკლები ალბათობით ნაცებში და გვექნება ისევ ერთ პარტიული მმართველობა.
ეხლა რომ იძახიან, პროპორციული მრავალ პარტიულ კოალიციური მთავრობის გარანტია იქნებაო, გადახედეთ წარსულს, თავის დროზე ნაცებიც და ქოცებიც მრავალ პარტიულები იყვნენ, ოღონდ ეს მრავალ პარტიულობა შეიკრა არჩევნებამდე, მერე ეს მრავალი პარტიები ისე შეიზარდა ერთმა პარტიამ როგორც დაგიბარებიათ. ესე მოხდება ეხლაც..
ხალხს ყველა გვატყუებს, ნაციც ქოციც და პატარა პარტიებიც...