ვიკიპედია იუწყება რომ რუსთავი 2, როგორც ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%...3%95%E1%83%98_2არადა მე კარგად მახსოვს 1991 წლის დეკემბრის ბოლო, როცა თბილისში გამსახურდიას მომხრეებსა და კიტოვანის გვარდიასა და მხრედრიონელებს შორის ომი მძვინვარებდა. აი, ამ მძიმე დღეებში დაიწყო რუსთავი 2-მა მუშაობა..ის მაშინ მხოლოდ რუსთავს ემსახურებოდა...ახალი 1992 წელიც მათ მოგვილოცეს, ძალიან პატარა გოგოები ჰყავდათ დიქტორებად, წამდაუწუმ ეშლებოდათ, მაგრამ იმდენად საყვარელები ჩანდნენ იმ მძიმე დღეების ფონზე და ისეთი იმედით გვავსენდნენ მათი გულწრფელი ღიმილი, რომ ეს არხი მაშინ შემიყვარდა.
შემდეგ ყველას გვახსოვს, როგორ ველოდებოდით ''კურიერს'' შევარდნაძის დროს...ამ დროს რუსთავი ორი იყო მართლაც ხალხის ტელევიზია...
არადა, 2003 წლის ისინი გადაკეთდნენ ''გამარჯვებული ხალხის ტელევიზიათ,'' გაყიდეს რა, ის იდეალები რასაც ისინი წლები ამკვიდრებდნენ....
იმედია, ახლა მაინც ხვდებიან, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს მაშინ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თითქმის აღარ ვუყურებდი ამ არხს.
სიტუაცია შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, იქცა რა რუსთავი 2, ოპოზიციური აზრის მთავარ გამავრცელებლად, მან ნელ-ნელა დაიბრუნა დაკარგული ნდობა...განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მათი მუშაობა იმ დაწყევლილ ღამეს, როცა თბილისში წყალდიდობა იყო..მე მგონი, მაშინ სამთავრებო ინსტაციებმა პრობლემა რუსთავის ორის გადაცემით გაიგეს...მაშინ ის იყო ერთადერთი არხი, ვინც მუშაობდა იმ ძნელ პირობებში..
მადლობა მათ!
რა თქმა უნდა ''გავრილოვის ღამე'' მთლიანად რომ აღიბეჭდა ეკრანზე ამაშიც რუსთავის 2-ის მიუძღვნის დიდი წვლილი, თუმც საბედნიეროდ, ამჯერედ მარტონი არ ყოფილან.
პირადად, მე არ მომწონდა რუსტავი 2-ის ბევრი გადაცემა, მაგრამ მიმაჩნია რომ ასეთი მაშტაბის ოპოზიციური ტელევიზიის ასეთი გზით მოთვინიერება, მიუღებელია.
თუ გაასჩივრებამ შედეგი მაინც არ მოიტანა, მე ვთხოვ რუსთავი 2-ის თანამშრომლებს რომ მთლიანად წამოვიდნენ ამ არხიდან და დაარსონ ახალი არხი, რომელიც კვალავ იქცევა ხალხის ტელევიზიად, იმ აზრით, რომ მოსახლეობას შეეძლება მისი აქციების შეძენა და არხის ბედი არ იქნება დამოკიდებული რომელიმე პირის ახირებაზე.
This post has been edited by THH on 19 Jul 2019, 00:09