ბევრმა იცით ან იცნოთ, ან გსმენიათ კრიპტოვალუტურ ბირჟაზე Binance. ცნობისათვის №1 ბირჟაა ინტერნეტ სივრცეში.
მოკლედ არ დავიწყებ ამ ბირჟის ქება-დიდებას, ვიტყვი მხოლოდ იმას რომ საკმაოდ კარგი ბირჟაა და აქვს ანდროიდ-აიოს აპლიკაციებიც.
ბირჟა Binance გააჩნია საკუთარი ტოკენი - BNB. რომელიც ადრე არაფერს არ წარმოადგენდა და არც განსხვავდებოდა სხვა ტოკენებისაგან რაც ბირჟაზე არსებობებ და ვაჭრობენ.
თემა ცოტა დიდია, მაგრამ საინტერესო იქნება მათთვის ვინც პირველად ეცნობა მსგავსს.
მაგრამ ახლა, რაც Binance_მ შემოიღო IEO აქციები, ტოკენმა იანვრიდან დღემდე 6-ჯერ მოიმატა. ანუ გაიზარდა 5$_დან ... 30$_მდე.
ასეთი აქციები IEO Launchpad_ები უკვე 6-ჯერ ჩაატარეს და ყოველი ჩატარების შემდეგ ბირჟაზე შემოიდოდა ახალი ტოკენი, დიდი არაფერს არ წარმოადგენენ ეს ახლადგამომცხვარი ტოკენები. თუმცა მათი პროგრამისტები სოცქსელებში ჩალიჩობენ აპიარებენ საკუთარ ბლოკჩეინ პროექტებს. მაგრამ საქმე ამაში არ არის.
ძაღლის თავი მარხია ამ ტოკენების წინასწარ შესყიდვებში, ე.წ. pre-sale_ებში.
შეიძლება ბევრისათვის იყოს საინტერესო რასაც შემდგომში მოვყვები. წინასწარ ვიტყვი რომ ეს არის ბიზნესი და როგორც ყველა ბიზნესში თავდაპირველი რესურსია საჭირო.
ამ წინასწარ შესყიდვებში მონაწილებისათვის საჭიროა იყოთ დარეგისტირრებული Binance ბირჟაზე და გავლილი გქონდეთ KYC ვერიფიკაცია მეორე დონე.
მიმაგრებულ ფოტოზე ჩანს თუ pre-sale ფასიდან რამდენჯერ მომატებული ფასით დაიწყო კოინებმა ვაჭრობა პირველივე წუთიდან(ATH). ზემოთ ავღნიშნე რომ დაწყებული თებერვლის თვიდან უკვე 6_ჯერ ჩატარდა Launchpad.
ჩემი მონაწილეობა იყო მე-6 Launchpad_ში და მინდა ვთქვა რომ საკმაოდ შედეგიანი იყო. როცა გავყიდე ლატარეას პრინციპით "მოგებული ქოინები, ჩემი თანხა გაიზარდა 9,4_ჯერ. და შეადგინა 300 x 9.4 = 2820$(!)
ახლა რატომ ლატარეის პრინციპი.
უბრალოდ ასეთი წესები აქვთ: აუცილებელია რომ შეიძინოთ მინიმუმ 50 BNB (მაქსიმუმ 250 bnb) და გაააჩეროთ ბირჟის საფულეზე წესებით გამოცხადებულ პერიოდში. ეს პერიოდი აქამდე იყო 7 დღე (ახლა ცოტა შეცვალეს წესები, მოგვიანებით დავუბრუნდები ამ საკითხს).
ლატარეის პრინციპი მდგომარეობს იმაში რომ როდესაც 7 დღით გაქვთ გაჩერებული მინიმალური 50 BNB, თქვენ გეძლევათ შანსი მოიგოთ 1 ბილეთი, რომელიც თავის მხრივ შეადგენს 300$ ღირებულების იმ ახალ გამოსაშვებ ქოინს და მისი ფასი არის საკმაოდ დაბალი.
მაგალითად, ბოლო Launchpad_ზე pre-sale ფასი შეადგენდა 0,00065$ - 1 ERD. შესაბამისად ანგარიშიდან ჩამომეჭრა 300$ ექვივალენტი bnb რაოდენობისა და სანაცვლოდ მივიღე საფულეზე 461538 ERD.
დავუშვათ და ყველა პირობის დაკმაყოფილების შემდეგ ბილეთი არ გერგოთ. ბოლო 2 Launchpad_ზე როდესაც მორჩა მოგებული ბილეთების გადანაწილება "იღბლიანებზე", მათ ვისაც ჰქონდა შესრულებული პირობა და არ შეხვდათ ბილეთი, შესაძლებლობა მისცეს რომ 24 საათის განმავლობაში ეყიდან იმ რაოდენობის შესაბამისი ახალი ERD ქოინები, რაც წესებით იყო გათვალისწინებული. ეს მოხდა ბოლო 2 Launchpad_ზე.
ამის შემდეგ(2 დღეში, 4 ივლისს) ქოინი ბირჟაზე გამოვიდა სავაჭროდ და მისი თავდაპირველმა ფასმა, პირველივე წუთიდან, შეადგინა 0,0061$ (x10). მერე ცოტა აიწია ფასში და დღევანდელი მაჩვენებლით x 6.86 უჭირავს.
ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 50bnb შეძენა, რომელის ამჟამინდელი ფასი 30$_ის ფარგლებში ტრიალებს.
შემდეგი Launchpad_ი იგეგმება ამ თვის ბოლოს, უფრო სწორად ახლა ველოდებით ახალი წესებისა და მოთხოვნების დადებას საიტზე, (https://www.binance.com/ru/support/articles/360030730292 - აქ წერია ახალი პირობები შემდეგი კიდევ 5 Launchpad_ისა წლის ბოლომდე). როგორც წესი და ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ახალი ქოინის გამოშვების ანონსი იწვევს ფასისი მკვეთრ ზრდას, რას გასათვალისწინებელია.
მე ვაპირებ კიდევ მივიღო ამ Launchpad_ში მონაწილეობა და უკვე შევიძინე 50 bnb ქოინი. თქვენც იგივეს გირჩევთ.
რაც შეეხება BNB კოინს, ჩემი აზრით ამ წლის ბოლოსთვის მისი ფასი დაახლოებით 100$ იქნება . მისი ყიდვა და გაჩერება საფულეზე საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
This post has been edited by gambler70 on 21 Jul 2019, 17:28
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)