სავალალოა ჩვენთან პირადი და ქვეყნის ინტერესის ურთიერთდამოკიდებულება.
პარტიათა სიმრავლე სწორედ ამ გაუკუღმართებულ დამოკიდებულებას აჩვენებს.
პოლიტიკოსები, რომელთა უმრავლესობა რა თქმა უნდა, სულაც არ არის პოლიტიკოსი, ქმნიან და ქმნიან პარტიებს.
პარტიებს, რომლებიც ამ "პოლიტიკოსთა" პირად, მერკანტილურ ინტერესებს უნდა ემსახურონ და არა ქვეყნის ინტერესებს.
თვით მეტ-ნაკლებად კვალიფიციური პარტიები თუ მათი ლიდერებიც კი ვერ ეგუებიან გაერთიანებას, რადგან ვერ თმობენ ამბიციას, რომ გაერთიანების შემთხვევაში სხვა არ უნდა იყოს პარტიის ლიდერი და არა "რომელიმე თვითონ."
ეს მიანიშნებს იმას, რომ მათაც პირველ რიგში პირადი ამბიციები და ინტერესები ამოძრავებს.
თვით ჩვენს ფორუმშიც კი ვერ წარმოუდგენია უმრავლესობას, რომ შესაძლოა არსებობდეს ვინმე, ვისაც პირველ რიგში ქვეყნის ინტერესი ამოძრავებს და არა რომელიმე ბელადის თუ პარტიის თუ საკუთარი თავის ინტერესი.
როდესაც ნაცების დროს ნაცების ნეგატივებზე ვსაუბრობდიდა მათ გადარჩევაზე, იუზერთა უმრავლესობას ქოცი ვეგონე, რომელიც პირად კეთილდღეობას ველოდებოდი გამარჯვებული ქოცებისგან.
მოვიდნენ ქოცები და მალევე მივხვდი, რომ ესენიც ცუდ გზას დაადგნენ. ამიტომაც მაშინვე გავხდი მათი მოწინააღმდეგე.
ახლა ქოც-განწყობითი იუზერები გააქტიურდნენ და ნაცობას მაბრალებენ.
ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება არც ნაცი იყო და არც ქოცი, არამედ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესი გამოძრავებდეს.
აქ ერთი გონებასუსტი ქრონიკული ნაციუზერია, რომელიც თემიდან თემაში დამდევს აკვიატებული აზრით, რომ რახან ნაცებს ვაკრიტიკებდი და მერე ქოცებმა კარგი თანამდებობა არ მიბოძეს, ამის გამო ვაკრიტიკებ ქოცებს.
მას ვერ წარმოუდგენია რომელიმე ხელისუფლებას აკრიტიკებდე ისე, რომ ამ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში შემდგომი ხელისუფლებისგან რაიმე ბონუსებს არ ელოდებოდე.
მისი ასეთი მიდგომა მისი ავტოპორტრეტია.
მას არ გააჩნია რეფლექსიის უნარი მისი გონებაშეზღუდულობის გამო. (რეფლექსიის არსსაც ვერ გაიგებს.) იმასაც ვერ ხვდება, თუ რატომ ვიყავი გაბრაზებული პოლიციელებზე, რომელთაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველი მოკლეს და იმ მოკლული ფრინველის ფოტოთი თავს იწონებდნენ. დამცინის ამაზე.
ამ იუზერს რომ შევეშვათ, აქ იყვნენ ნაცებთან "მებრძოლი" იუზერები, რომლებიც მართლა ისე მოიქცნენ, ხსენებული იუზერი ჩემზე როგორც ფიქრობს.
მოვიდნენ ქოცები და ფორუმიდან საერთოდ გაქრნენ და სახელისუფლებო იერარქიებში მოგვევლინენ.
ეს პიროვნული მაგალითები მოვიყვანე იმისთვის, რომ ამგვარად ვხედავ სახელმწიფოებრივი აზროვნებს დეფიციტს ჩვენს რეალობაში.
მეძახიან....
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.