BlueVisitorყოჩაღ, დსმა, ძაან მაგარი იდეაა, ძლივს რაღაც კაი წამოწყება ვნახე

და ბარემ მეც მოვყვები ერთ კაი კურიოზს:
ოღონდ ნამდვილი ამბავია და შეიძლება შეთხზულივით სასაცილო არ იყოს, მარა სამაგიეროდ სიმართლეა ასივე პროცენტით.
ადრე სხვებივით პატარა ვიყავი, ასაკითაც და ისეც
ხოდა ლიფტიან სახლში ვცხოვრობდი, ცხრა საცხოვრებელი სართული ჰქონდა, პლუს ქვემოთ სარდაფი და ზემოთ ლიფტის ძრავი იდგა გალიაში.
პირველიდან მეცხრე სართულის ჩათვლით ბეტონის ჩამოსხმული კიბეები იყო, აი მეცხრედან ზემოთ უკვე რკინის საფეხურები იყო და თან ჩვეულებრივზე უფრო ციცაბოდ მიმავალი (სარდაფშიც რკინის საფეხურები ჩადიოდა, რამდენადაც მახსოვს მარა ეგ არაა აქ არსებითი, პრინციპში არც ის გვიწყვეტს რამეს, მეცხრეს ზემოთ როგორი იყო).
ხოდა ერთ საღამოსაც ეზოში ვარ რა, ბავშვი ვიყავი და მაშინ ბავშვები ეზოში ვთამაშობდით...
ხან გორახებით ვებრძოდით, ხან ერთი ავტოფარეხიდან მეორეზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით, ხან ფეხბურთს ვთამაშობდით, შვიდქვაობანას, წრეში ბურთს, კვადრატს, მაგიდის ჩოგბურთს, ხან ჩარდახის რკინის კარკასზე დავძვრებოდით და იქ ვთამაშობდით დაჭერობანას, მიწას არ უნდა შეხებოდი ისე...
მოკლედ ეზოში რომ ვერთობოდით-ხოლმე ბავშვები, მაგის თქმა მინდა.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ ერთ საღამოსაც მასე ვიყავი ეზოში, ზაფხული იქნებოდა ალბათ, უკვე საკმაოდ შებინდებული იყო.
მაშინ იქ წყალი დილა-საღამოს მოდიოდა მხოლოდ და ისიც ბოლო სართულებამდე არ აღწევდა, საღამოობით მით უმეტეს.
ხოოოდა მივედი, კაცო, ონკანთან ნარბენი, გაოფლილი, დავეწაფე წყალს და მერე სახეც შევუშვირე გასაგრილებლად (მოქნილი ბიჭი ვიყავი).
ეს ონკანი შუა ეზოში იყო, ეხლა რომ ზოგ ეზოში 3 და 4 ონკანია, მაშინ იქ მასე არ იყო, ეგ ერთი ონკანი გვქონდა მთელ ოთხ სადარბაზოს და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით.
თვალის ჩინი ხო იცით რაცაა? ეხლა მაგასაც ნუ მომაყოლებთ აქ მე
ხოდა მოკლედ, რომ მოვრჩი ონკანთან საქმიანობას, გავეშურე ეზოს ერთ-ერთი კუთხისკენ, საიდანაც სხვა ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ. ზემოთ აღვნიშნე, რომ შებინდებული იყო უკვე და შესაბამისად თვალით ყველაფერს ისე ვერ ხედავდი, როგორც ჩახჩახა მზეში.
მივდივარ და უცებ რაღაც მეძგერა მარცხენა ყურში და მიკბინა საკმაოდ მწარედ და შემაშინა. რატომღაც მაშინ ჩავთვალე, რომ ობობა უნდა ყოფილიყო, თუმცა მერე უკვე გაზრდილმა და დაბრძენებულმა რომ გადავიაზრე, მიხვდი რომ კრაზანა იქნებოდა ის დედა#####ული
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე