მოკლედ დელის ლეპტოპია, Inspiron N7010. მოკვტა და აღარ ირთვებოდა. მივიტანე სადღაც და მოკლედ მაგას ვიდეო კარტა აქვსო ATI-ს ჩაშენებული, და ეგ დაიბრიდაო, და მთლიანი მაზერი უნდა შეცვალოო.
წავედი გამოვიწერე იბეიზე მაზერი, მაგ მოდელის მაგრამ ვიდეო დაფის გარეშე (ესეთი უფრო იაფი ღირდა, თან ვიდეო დაფა მაგის ძენიკინის დროინდელი რად მინდოდა, ინტელის პროციკს ხომ აქვს ვიდეო ინტეგრირებული).
ჰოდა ბარემ CPU-ც გამოვიწერე ცოტა უკეთესი. ანუ i3 ქონდა პირველი თაობის, და i7 გამოვიწერე ბარემ, ახალი მაზერისთვის.
ეხლა რა ხდება. ჩავდგი ახალი მაზერი თავისი ახალივე i7-ით. ზუსტად იგივენაირად - არ ირთვება. მერე ძველი i3 ვცადე ახალ მაზერში, ახალი i7 ვცადე ძველ მაზერში, კაროჩე ყველაფერი ვცადე და შედეგი მაინც იგივეა - ახალი მაზერი/პროციც იგივეს შვება: ანუ ჩართვის ღილაკზე დაჭერისას ერთს გაიციმციმეს თვითონ power ღილაკი + ქვემოთ ინდიკატორი ჩართვის, და მორჩა. ქულერი არ იძვრის. რამი ვცადე ორი-სამი სხვადასხვა მოდული რაც მქონდა ddr3 და არაფერი განსხვავება.
მოკლედ არ ვიცი რა წყალში ჩავვარდე.

ეს ახალი მაზერი მკვდარი შემომტენეს ვითომ? ამ მაზერებს ვიდეო დაფები ებრიდებაო და სპეციალურად ვიდეო დაფის გარეშე მოდელი გამოვიწერე. რა ვქნა რითი გავარკვიო რისი ბრალია? როგორ დავადასტურო რომ ეს ახალი მაზერიც მკვდარი ჩამოვიდა? ან იქნებ მაზერებში საერთოდ არაა საქმე-თქო, მაგრამ სხვა ჩახსნილი მაქვს ყველაფერი, მაზერი+პროცი+რამი+ლედინდიკატორები მაქვს მიერთებული. დენის მიწოდების პრობლემა რომ იყოს ინდიკატორებს ვერ აანთებდა წამიერად(?) ორი სხვადასხვა დამტენი ვცადე (თავისი დამტენი ცოტა პრობლემურიც ყოფილა ეხლა აღმოვაჩინე, არ ვიცი თუ მაგან გააფუჭა რამე...)
მოკლედ იქნებ მირჩიოთ ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცე. ან აქ თუ ვერავის ვნახავ, იქნებ ხელოსანი იცოდეთ ზედაპირულის-მიღმა რომ შეუძლია ჩხიკინი და ამის გარკვევა....