ფული გქონდეს თორე არსად არ დარჩები

ისეთი მანქანებით წამოსულა ხალხი, ბევრი გორში არ წავა
გერმანიას გეტყვი რაც ვიცი. მანქანას ყიდულობ და ამას დამატებული დაახლოებით 200 ევრო 1 თვიანი ტრანზიტული ნომრები დაზღვევით. უმოკლესი გზა გააჩნია სად ხარ გერმანიაში, თუ ჩეხეთთან არ ხარ ახლოს, მაშინ ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ან ჩეხეთი, სლოვაკია და შემდეგ იგივე. მანქანაში იქონიე ამრეკლიანი ჟილეტი, სამედიცინო ყუთი და სამკუთხედი (პირადად მე გამაჩერეს გერმანიაში და შემიმოწმეს) ავსტრიაში როგორც ვიცი ჯიგრული ჯარიმაა. გზის გადასახადები ჯამში 50 ევრომდე გამოდის სადღაც. თუ ავსტრიით წამოხვალ ერთი ბაკით ჩახვალ ავსტრიაში და მანდ ავტობანიდან გადაუხვევ სადმე და ჩაასხავ იაფად. ავსტრიის ბოლოში რომ ჩაასხა, რასაც გაქაჩავ და შემდეგ შეეცადე რომ ბულგარეთამდე მიაღწიო მინიმალური საწვავით რადგან ყველაზე იაფია საწვავი ბულგარეთში და თურქეთში. თურქეთში კაპიტან ანდრეუთი შედი, ბულგარეთის საზღვარზე სოფელია. საკუთარი გამოცდილებიდან ვწერ გაცილებით ნორმალური სიტუაციაა ვიდრე ლესოვოზე.
მოკლედ ვიფიქრე დავუწერ ყველაფერსთქო, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი დეტალია, ამდენს ვერ დავწერ, თუ გაინტერესებს უფრო დეტალურად დამიკავშირდი და გეტყვი ყველაფერს.