#55022706 · 25 Jul 2019, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დამაინტერესა ამ დაავადების განმარტებამ. ჯერჯერობით ეს მოვიძიე მხოლოდ
დემენცია არის შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმის, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული. ("დემენციის გამოვლენა და მართვა ზოგადსაექიმო პრაქტიკაში", 2009, გვ.5)
დემენცია შესაძლოა გამოწვეული იყო ალცჰაიმერის დაავადების დროს, სისხლძარღვების დაავადებების დროს, სხვა დაავადებების დროს (პიკის, პარკინსონის, აივ ინფექციის, ეპილეფსიის და ა.შ.) და ასევე დაუზუსტებელი დაავადებით, რომელიც სახეზე არ ჩანს.
თუ მეტი ინფორმაცია გაქვთ,გთხოვთ დაწეროთ.
ან დალინკოთ.
საქართველოში ასეთი პაციენტების მოვლის მეთოდიკა არ არსებობს. საზღვარგარეთ, არსებობს დემენციით დაავადებულთა ახლობლებისთვის მეთოდური და ინფორმაციული ცენტრები, მომვლელთა დასახმარებლად. არადა, ხანდაზმულებში დიდია დემენციის რისკები. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მომავალში.
--------------------
კონტაქტებში მყავს ხუთი ნაცნობი, 50 ვირტუალური ნაცნობი და 150
"ეს ვინღაა".
|