#55032901 · 27 Jul 2019, 02:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ განყოფილებაში მომიწევდა თემის გახსნა.
მამა ვარ. 2 წლის ბიჭია. მიზეზთა გამო, ეს პერიოდი დღისით ვაძინებ მე.
უფრო სწორად, იდეაში უნდა დავაძინო, მაგრამ მიდი აბა, თუ მაგარი ხარ.
რა არ ვცადე, მშვიდი ხმით საუბარი, თავის მძინარედ მოკატუნება, მღერა, რწევა. 2-3 წუთი ჩუმადაა, შემდეგ საწოლიდან ხტება აკრობატული ილეთებით და ოთახიდან გარბის და მოკლედ. ოდნავ თუ შევუშალე ხელი, ისტერიკა გამოწერილი მაქვს.
ვერ ვაძინებ უკვე მესამე კვირაა და მოქმედებს ეს მის ხასიათზე. უფრო აგრესიული გახდა, მყვირალა, ჯიუტი. მუდმივად მომღიმარ ბავშვს სახე დაეკუშტა, მოღუშულ-გაბრაზებული სახით იყურება. იძულებული ვხვდებით ვუთხრათ, რომ გაიღიმე, აბა გაიცინე.
ახლა მე და ჩემმა მეუღლემ აღმოვაჩინეთ რომ ავტობუსში ჩაეძინა და გაგვიხარდა. დავიწყეთ ავტობუსით სიარული წინ და უკან. ამართლებს, როგორც ჩანს, ხანგრძლივი რწევა ამშვიდებს, მაგრამ ამას წინ უძღვის ხუთ-ათწუთიანი ჭინჭყლობა. დღეს მთელი ავტობუსი მიყურებდა და თავადაც ხვდებით მოკლედ ალბათ სიტუაციის კომიკურობას. დაძინების ყოველ მცდელობაზე მთელ ქალაქს ხომ არ დავუწყებთ წრეების დარტყმას.
სანამ მეტყოდეთ, რომ ნერვოპათოლოგთან წავიყვანო, თქვენი ტექნიკები გამიზიარეთ. საუბარია დღის ძილზე. ღამე კი არის გოჭივით. ნახევარ საათში იძინებს ღამე, მაგრამ დღის ძილი გვექცა ჯოჯოხეთად.
ალბათ ასაკობრივია. იზრდება და თავისი პირადი ,,მე"-ს გამოვლენა დაიწყო. მოკლედ, რამე მირჩიეთ, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე დამდგარხართ.
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|