„საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 „პოსეიდონი“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“-გვერდზეა აღნიშნული.
„ამ ისტორიული ვიზიტისას „პოსეიდონმა“ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა.
საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას“, – აღნიშნავს საელჩო და სოციალურ ქსელში საპატრულო ავიახომალდის ფოტოებსაც აქვეყნებს.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=104359 აშშ-ის საელჩო: აშშ-ის საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნების მტკიცე სამხედრო პარტნიორობას. რას გვიშვება რუსეთუმე მთავრობა