#55032162 · 26 Jul 2019, 22:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jules Winnfield ბევრი დავწერე მაგრამ წავშალე რადგან გზაში მივაგენი მოკლე ახსნას
ვარდისფერი სათვალე, აი მაქეთ მიგვყავს სამყარო, ბავშვის ვარდისფერი სამყარო არის იდეალური, განა ის რაც სოციუმმა ჩაუნერგა, მაგალითად უნდა პრინცესობა, აი თვითონ პრინცესად ყოფნის მომენტში დაუფლებული გრძნობა ოღონდ ევოლუცია გავლილი კიდევ რომელიც ათასწლეულებით გადაეცემა უფრო ადაპტირებული ევოლუციურად გარემოსთან, ანუ საბოლოოდ რომ აიხსნება რაც დაფარული არის და გაივლის ადაპტირებას, შიგნით გვაქვს იმის ოასუხები რასაც ვანხორციელებთ გარეთ
Redemption*
| QUOTE | | ონკრეტულად შთამომავლობის დატოვებას რაც შეეხება, ინსტინქტის გარდა მგონია რომ არის კიდევ მარადიულობასთან ზიარების სურვილი. |
პირველადი ორი იმპულსი არსებობს ეს არის სიცოცხლის გადარჩენა და გამრავლება, ჭამა სიცოცხლის გადარჩენაში შედის და ყველაფერი ამ ორ იმპულსზეა დაშენებული მაგრამ რატომ? რას ემსახურება ეს ხაზი დიაგრამას რომ დახედო, რას ემსახურება ეს ყველაფერი შინაგანი სურვილით? და მე ვთქვი იდეალური რომ ვიყოთ არის საბოლოო დანიშნულება და შეიძლება მერე თავიდან იწყებოდეს, ან გადიოდე ამ სამყაროდან და ბუნებრივია შენს მაგივრად სხვა შემოვა ზამენაზე)) ეს სხვა საკითხია .. მარადიულობასთან რა აზრი აქვს ზიარებას თუ არ ხარ იდეალური? და მარადისობაშიც რომ მოხვდე მარადიულად იდეალურისკენ წახვალ, უკეთესი მიზანი არსებობს?
* * * ესეთ თეორიას ჩამოვაყალიბებ, დავიწყებ კითხვით: ცხოველი განიცდის მუტაციას გარემო პირობებთან ადაპტირებისთვის თუ ის ისეთივე მოევლინა როგორიც ჩვენ ვიცით და მერე მოძებნა ადაპტირებული მისთვის გარემო? მაგალითად შავკანიანის კანის ფერის პიგმენტიზაცია ადაპტირების პროცესია აფრიკულ სიცხეებზე თუ პირიქით ის ასეთი იყო და მერე მოუნახეს ადგილი პოპულაციის ზრდასთან ერთად ფართის სიმცირის გამო, შენ მეტად გაუძლებ მაგ ადგიგილს აბა რა გიყო ძმაო არაა ადგილებიო, ქამელეონი მშვენიერი პასუხია და შეგვიძლია ბევრი მაგალითების მოყვანის შემდეგ დავასკვნათ რომ ის "პირველი" ემბრიონი ადაპტირებას განიცდიდა სწრაფვით უკეთესბისკენ, ის მცირე შვებასაც კი შემდეგ ეტაპად თვლიდა. გავიდა დრო და ამ გონებითმა წარმოსახვამ ადამიანი მიიყვანა ამ ფორმამდე რასაც სარკეში ვხედავთ, ეს გააკეთა სწრაფვამ სრულყოფილებისაკენ იმ აღქმის ორგანოთი რისი საშუალებაც მას იმ ეტაპზე გააჩნდა, გელას/ვაჟას თუ ოცნებად აქვს ტრაილერის შოფრობა (წარმოსახვითი მიზანი ხშირად დასკვნებზე ფუძნდება) ეს ჩამოყალიბდა მისი ცოდნის არეალის (პირდაპირი ცოდნა არ იგულისხმება და დიპლომები) შესაბამისად, მას აქვს ცოდნა რომ ნორმალურად იხდიან ამ სამუშაოში, ალბათ სხვებისგან მოუსმენია ათასი ისტორიები, ცოტა რომანტიკოსია ალბათ)), ცოტა მოგზაურობა მოწონს და ა.შ. ან რეალურად ის იძულებულია ეს გააკეთოს, ასეთ შემთხვევაში ის სხვა სამუშაოს არ ნატრულობს, ვერ გაქაჩავს, არ გამოუვა რადგან "ცოდნა" არ აქვს, ასე იყო ის პირველი ემბრიონები, თავისი მცირე ცოდნით ოცნებობდა, ასევე ძალისხმევას ხარჯავდა ადაპტირებაში გარემო პირობებთან მაგრამ მას ამოძრავებდა ორი იმპულსი: გადარჩენა - გამრავლება, გაგვიგია იმედი ბოლოს კვდებაო და რისი იმედი? უკეთესის. გზაჯვარედინზე რომელიმე მხარეს მივდივართ მთელი კაცობრიობა და შეიძლება ეს მცადია მაგრამ ნებისმიერი მოსახვევის საბოლოო დანიშნულება ქვეცნობიერის მთავარი მოთხოვნით იმართება - იდეალურისკენ სწრაფვა, წარმოსახვითი იდეალურისკენ სწრაფვა კაცობრიობის შეიძლება პეპლის ეფექტმაც კი გადაწონის დიახ და სხვა რელსზე წაიყვანოს, მაგრამ ადამიანს როგორც ვირს უკიდია წინ სტაფილო და მიჰყვება ასე უკიდია კაცობრიობას იდეალი წინ და მაგნიტურად მიჰყვება მას და გზადაგზა ევოლუციის გზით იხვეწება და ეძებს ზუსტად იდეალს,. ალბათ წაგიკითხიათ ან მოგისმენიათ სტატიები კომპიუტერული შესაძლებლობების შესახებ, გეიმები სათვალით 3დ, აი მსგავსი ბევრად ემოციონალური და რეალურზე ბევრად უკეთესი ვიზუალიზაციით, უფრო დახვეწილი წესებით ან რთული წესებით ან პირიქით გამარტივებული ან ისევ დუალიზმი და არჩევანი, მაგრამ უკეთესი შეგრძნებებით, ტვინი მეტი შესაძლებლობით, მეტი წარმოსახვითი შესაძლებლობებით და ემოციონალური მაღალი ბალანსით რომელსაც საფუძვლად უდევს მეტი ენერგია ხომ გადავა სამყარო იქით, ერთი დიდი ქსელი რომ წარმოვიდგინოთ როგორც თამაშებშია მაგრამ ეს მაინც იდეალურისკენ სწრაფვას ემსახურება, მეტი ტვინი=მეტი სწორი ნაბიჯები, იდეალური, სუპერპოზიციაში ყოფნის სურვილით
|