კაროჩე, ოთხმოციანების ბოლოა რა. საბჭოთა კავშირი ინგრევა, დახლებიდან გაქრა ყველაფერი, ტალონებიც კი, იქით ჩერნობილი, აქეთ მიტინგები, ექსტრასენსები, უცხოპლანეტელები და გაზეთი შანსი. მოკლედ, ეგ პერიოდია რა, ხოდა დგანან უბანში ბიჭები. ერთი ამბობს:
- ბიჭო, მემგონი ექსტრასენსის ნიჭი მაქვს ტო! აი თუ გინდა ეხლა დაგენიძლავებით, მერვეზე რო მასტია, იმას ტელევიზორს გადმოვაგდებინებ ბალკონიდან!
მოკლედ, დაენიძლავა დანარჩენებს, მიიდო შუბლზე ორივე ხელი და მთელმა სხადნიაკმა აიხედა მერვეზე. კი არავის არ სჯეროდა, მარა მერვეზე ტიპმა რაღაც უცნაურად დაიწყო ფართხალი. გამოვა აივანზე, - შევა. გამოვა, - შევა. აშკარად ჩანს ლანდი და ხელები თავზე უკიდია და ბოლთას სცემს ბინაში და აივანზე. ქვემოდან ეს იჭინთება, იძაბება და რაც უფრო იძაბება ეს "ექსტრასენსი", მით უფრო ცოცხლად სცემს ბოლთას მერვე სართულის მასტი. ბოლოს გადმოდგა აივანზე და დაიღრიალა ყველას გასაგონად: - არა მაქვს ეს დედა#####ული ტელევიზორი!!!! არაააააააა!!