ბრიყვების და ბოროტოების ქვეყანაა. რაც მთავარია სასულიერო პირები დამავიწყდა, მაგრამ ალბათ აქაც ბრიყვის და ბოროტის ურთიერთობაა 90%. მაგრამ ქვეყანა ისეა მოწყობილი რომ თვითგადარჩენაა მთავარი და ყველა, ამ დიდ თამაშს თამაშობს. სხვადასხვა დარგში მაგრამ საერთო წესებით. რა ქნას ადამიანმა რომელიც ჯერ კიდევ ადამიანია?!!! განდეგილობაც რომ აღარ არის მოდაში, არც თმკვლელობაა გამოსავალი, ჩვენც თამაში დავიწყოთ?!!! ალბათ ასეა თორემ რამდენ ხანს შეძლებ დინების საწინააღმდეგოთცურვას? დაღლამდე

) სიკვდილამდე?.
აი მე მაგალითად ცხოვრება მებრძვის, ჯერ საყვარელი ადამიანების სიკვდილებით დაიწყო, რამაც ემოციები მომიკლა და ქვად მაქცია სიხარულის შეგრძნება დამაკარგვინა (სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მერე ბევრი საყვარელი ადამიანი მექცა მტრად,ბოლოს ვინც დამრჩა ოჯახის წევრებიდან ცოცხალი იმათმა დაიწყეს ერთმანეთის ჭამა და ახლა ორივე დავკარგე. ახლა ვზივარ მანქანაში, თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში და ვცდილობ ამ ნაწერში მოვკლა ყველაფერი––მე, სანიმუშო ოჯახის სანიმუშო შვილმა, რომელსაც ასევე სანიმუშოდ უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც ისე მყარად ყოფილა აშენებული ჩემი მდგომარეობა, როგორც სვეტიცხოვლის კედლები, რომელიც ამდენ სიბინძურეს უძლებს და იტანს.
მე რომ ღმერთი ვიყო ალბათ უკვე კარგა ხნის მობეზრებული მექნებოდა ეს ცოდვის სავანე, ალბათ ჩემზე ეშმაკმა გაიმარჯვა და ადამიანები შემაზიზღა, ყველა უკლებლივ, ალბათ ათიოდე ადამიანი თუ შემიძლია გამოვარჩიო ჩემს ირგვლივ.
ვზივარ მანქანაში, დღის 3 საათია, გარეთ ალბათ 40 გრადუსია მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, ჩემი მდგომარეობის სიმძიმე ყველა სიცხეზე ძლიერია, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რკინის ვიწრო მილში ვიყო გაჭედილი სადაც ხელების გაშლის საშუალებაც კი არ მაქვს, ვერც წინ მივდივარ და ვერც უკან.
ვცდილობ ჩემს თავში ძალა ვიპოვო სუნთქვის გასაგრძელებლად და წარსულში ვიწყებ ძებნას, რასაც ბავშვობამდე მივყავარ, როდესაც არ ვაკვირდებოდი ადამიანების ქვეტექსტებს, მგონი სიგიჟესთან ან თვითმკვლელობასთან ახლოს ვარ, მაგრამ ვხვდები რო პიკზე ვარ, ვუცდი როდის დაიწევს ჩემში უბედურების და სასოწარკვეთის დონე. ყოველი წამი ერთი დღე გრძელდება, ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე თვეები გადის, დრო და დრო თვალი გამექცევა ნაჭერგადაფარებული რევოევერისკენ.
მინდა რომ ყველაფერი იმაზე მალე დამთავრდეს, სანამ ტყვია იარაღის ლულას გასცდება, და უცებ რაღაცამ მიკარნახა რომ ყველა განცდა ფურცელზე გადმომეტანა, იმ ერთადერთი მოტივით, რომ შეიძლებოდა ეს ნაწერი ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩენილიყო რომლებსაც ჩემსავით ახლახან დაატყდათ თავზე, ამქვეყნიური ცხოვრების შეიშველი სინამდვილე ადრეულ ასაკში და ჩემსავით მარტო აღმოჩნდა ამის წინაშე. ძნელია საღი აზრის გამოტანა, ძნელია სწორ გზაზე დადგომა ძნელია თავის აწევა და წინ სიარული ძნელია სუნთქვა როდესაც ჰაერი აღარ დარჩა ან საერთოდ არც არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ ერთადერთ რამეზე, საიდან შეიქმნა სიკეთე, სწორი აზრი, თუ ბოროტება დამახინჯდა სიყალბის შესაქმნელად და ჩვენ სიკეთე გვგონია, თავდაყირა დგას ვეფხისტყაოსანი ჩემს ტვინში, სად არიან ან ვინ იყვნენ, ტარიელის მიერ სიყვარულის მოტივით დახოცილი ხალხი, რომლებიც შეიძლება არანაკლებ სიყვარულს ატარებდნენ გულით და ფიზიკური სისუსტის გამო გაქრნენ ამ ქვეყნიდან. იქნებ იუდა იყო მართალი და რომ არ წამებულიყო იესო, არც ყოფილიყო ესეთი დიდი, გრანდიოზული დასასრულის გარეშე, იქნებ იუდამ გაწირა თავი საუკუნო სიძულვილსთვის იესოს სახელის გასადიადებლად... სად მთავრდება სიკეთე და იწყება ბოროტება. შეიძლება ჩემი ამბავიც გავდეს ამ ამბავს. დიდებს დიდი პრობლემები აქვთ ხოლო პატარებს პატარა, და იქნებ მე ვარ ეს პატარა, მაგრამ ჩემი თავისთვის ხომ მე ვარ პატარაც და დიდიც.
სიგიჟეა მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი მართალია საკუთარ სიმართლესთან დავიბენი და მინდა რომ ცოტა დრო კიდევ გავიდეს სულ ცოტა რომ ამოვყვინთო ჩემი ფიქრებიდან და უბრალოდ შევხედო მზეს რომელიც ხვალ ისევ თავიდან ამოვა და ისეთი დილა დადგება თითქოს პირველად გათენდა, სანამ ადამიანები გაიღვიძებენ და დაუწყებენ ამ სილამაზეს დამახინჯებას, დალევენ იმ ღვინოს რომელიც წმინდაა და ამ სითხესაც დაუკარგავენ ეშხს, კვლავაც დაამცირებენ ქალებს რომლებიც სიცოცხლეს ურჩევნიათ, კვლავაც მოჭრიან ხეს რომელიც ასაზრდოებს, ისევ გააგრძელებენ იმ ტოტის ჭრას რომელზეც სხედან, რომ მოიჭრება, ისევ დააბიჯებენ თავზე სხვას ახალ ტოტზე ასაცოცებლად.
მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს....
ისევე როგორც დასაწყისი....
მე არ დამიწყია, მაგრამ ველოდები ბოლოს სულმოუთქმელად, ბოლო კი არსად ჩანს....
20 წლის ვარ და უკვე ველოდები. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ უყვარდა თავდავიწყებით, მოწონდა თავდავიწყებით, ფიქრობდა თავდავიწყებთი და სუნთქავდა ისე ხარბად როგორც წყლიდან ახლახანს ამოსული ვეშაპი...
უფრო კონკრეტულად ვარ ადამიანი, რომელიც არ გმობს ამპარტავნებას ,არ გმობს იმას რომ ვიღაცა ქედმაღალია ან პირიქით, არ გმობს ადამიანს რომელიც სიმართლეს იძახის, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ვგმობ ადამიანს რომელსაც სახე აქვს დაკარგული, ვგმობ ყველაფერ მატერიალურს. ვგმობ 100 000 იანი მანქანიდან თავხედურად მომზიარალ სახეს, ვგმობ ადამიანს რომლისთვისაც სოციალური მდგომარეობით იწყება და მთავრდება ყველაფერი.ვგმობ მონადირეეს რომელიც ერთზე მეტ ცხოველს მოკლავს და გაბოროტებულ ადამიანს. ვგმობ ადამიანს რომელიც ივიწყებს მშობლიურ სოფელს და თანასოფლელებს. ვგმობ იმ ღამურას თაგვად ყოფნა რომ ეთაკილება. ვგმობ სიყალბეს და არ მჯერა გვირაბის ბოლოს სინათლის. მიყვარს ნამდვილი დედა, ქალი რომელიც სამშობლოს უზრდის შვილს და არა საკუთარ კეთილდღეობას და ბიზნესს, მიყვარს მამა რომელიც რომელიც შვილს ხელს არ დააფარებს, მიყვარს ვაჟა ფშაველა თავის სიბრაზით და გოდერძი ჩოხელი მის გულში დაგროვილი სევდანარევი სიყვარულით, მიყვარს თევზის წერილები და პროტესტის უსასტიკესი მშვიდობიანი ფორმა. მიყვარს საკუთარი ხელით დარგული ხის პირველი ნაყოფი.
ყველაფერი ბედნიერებით იწყება
ჩემს შემთხვევაშიც ესე დაიწო სანამ დავიბადებოდი და მერეც რომ გავჩნდი და გავიზარდე. ჩემს თვალწინ ყოველდღიურად იყო გაღიმებული უთბილესი თვალები, ვიზრდებოდი ნიადაგზე რომელიც ჩემს ფესვებს კვებავდა ყველა ვიტამინით.
როგორც მოგეხსენებათ ხეს რა ვიტამინსაც მიაწოდებ ისე განვითარდება, ჩემი სულიც უცებ იყრიდა ტანს და მალე მივაღწიე ბაღის ასაკს.
ვიყავი ბავში რომელსაც ყველა უყვარდა,ვისაც ყველა მეგობარი ეგონა და ვერასოდეს იფიქრებდა, რომ შესაძლებელი იყო გეფიქრა ერთი, გეთქვა მეორე და მოქცეულიყავი მესეამენაირად რომ ეს ყველაფერი სიმართლეს დაგემსგავსებინა.
ამას მაშინ ვხვდებოდი როდესაც დღის ბოლოს სახლიდან მომაკითხავდა მამა, ბებო ან დედა, ყველა მასწავლებელის და ყველა ბავშვის დამოკიდებულება იცვლებოდა მაშინვე.
მიყვარდა ჯგუფის კარებში შემოსული მამის დანახვა, მაგრამ არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ასე და არც მაინტერრესებდა.
სკოლაში ნელ ნელა დავიწყე ამაზე ფიქრი და ერთხელ თავისუფალი თემაც მივუძღვენი ამ ანომალიას, სათაუირით „1 წუთში გამოსწორებული კრეტინი“, სადაც ავღწერე სიტუაცია როდესაც დედა მოვიდა სკოლაში და როგორც გადავიქეცი კრეტინიდან, საყვარელ, ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც არსებად.
ასე ბედნიერად დაიწყო ყველაფერი, პირველი იმედგაცრუება ჩემთვის საუკეთესო მეგობრისგან ვიგრძენი, რომლის მეგობრობის სიმყარე გადიოდა ჩემი ძლიერი ოჯახის ნდობის მოპოვებაზე, არ ღირს მოსაყოლად.
·
ჩემი ამბის სიმძიმე მამის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში დაიწყო, სადაც დედის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ეხლა მახსენდებიან ადამიანები რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ უანგაროდ მაგრამ ანგარებიანი ადამიანები იქაც უმრავლესობაში იყვნენ.
ერთ დილით, როდესაც რეანიმაციაში მივედი, დედას სახეზე თეთრი ზეწარი ქონდა გადაფარებული, ვერაფრით ვიჯერებდი, ხმას ვერ ვიღებდი გული ისეთნაირად შემეკუმშა თითქოს აღარასდროს გააგრძელებდა ფთქვას... ასეც მოხდა, იმ დღის მერე აღარც ემოცია, აღარც სიყვარული, აღარც სიბრალული, აღარც სიძულვილი...
ჩემს გულს ერთი ფუნქცია ქონდა დარჩენილი, რომ სისხლი მიეწოდებინა სხვა ორგანოებსითვის.
სრული სიცარიელე...
ყველაზე ძნელია იმ მომენტის გაცნობერება, როდესაც ხვდები რომ ვერაფერს ვეღარ შეცვლი, როდესაც ხვდები რომ არაფერი არ ხარ, როდესაც ყურები გაქვს დაცქვეტილი და ელოდებ შენზე უბედური ადამიანის ამბის მოსმენას,რომ შენი მდგომარეობა მდგომარეობა შეადარო და შვება იგრძნო.
ყველაზე უმძიმესმა, გლოვის დღეებმაც ჩაიარა. სადაც შორიდან ალაგ ალაგ ჩამესმოდა ყურში მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტა, რომ 6 თვე მალე გავიდოდა და რომ ადამიანისთვის რომლისთვისაც ამ მომენტში, ეგ ყველაზე ნაკლებად საიტერესო საკითხი უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტად დაინტერესდა. ძალიან ადრე ჩაერთო თვითგადარჩენის ინსტიქტი იქ, სადაც საერთოდ არ იყო საჭირო.
აქ ვნახე პირველად სახედაკარგული ადამიანი, ალბათ ამაზე მძიმე სანახავია არაფერია. აქ ვნახე სინამდვილე რაც ადამიანშია არის ჩადებული. აქედან დაიწყო ჩემი შეხვედრა პირისპირ რეალურ ცხოვრებასთან და ამ ყველაფერში, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამას ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი აკეთებდა.
ბევრჯერ მიმფიქრია იმაზე, რატომ მოხდა ყველაფერი ესე, რატომ მოხდა ის რომ ორმა ერთი და იგივე ჯიშის ნერგმა, ერთსა და იმავე ნიადაგზე გაზრდილმა სხვადასხვა ნაყოფი გამოიღო.