მერის მოადგილე მაჩალიკაშვილზე: პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ ვგეგმავთ
ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2019 - 14:31 0 კომენტარი
595 წაკითხვა
თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს. ასე ეხმაურება ირაკლი ხმალაძე პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის საშუალების არ მიცემას. პოლიციამ ამის მიზეზად სწორედ სამუშაოები დაასახელა.
მერის მოადგილე ამბობს, რომ უწყებას მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლაზე უარი არ უთქვამს და არც აქვს ამის უფლება, როცა საქმე ეხება სიტყვის დაა გამოხატვის თავისუფლებას.
ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს "ალბათ მხედველობაში ჰქონდათ მიმდინარე ტექნიკური შეკეთებები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება". თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტთან მსგავსი არაფერი იგეგმება და თუ ამის საჭიროება მომავალ დღეებში იქნება, მერიას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციაც ექნება.
"რუსთაველის გამზირზე მუნიციპალიტეტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ ამ გამოხატვის თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. თუ მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რამე სამუშაოებს, რომლებიც კონფლიქტში მოვა იქ მიმდინარე პროცესებთან, კანონის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - თქვა ხმალაძემ.
ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ შეიძლება საფრთხე დაემუქროს პარლამენტის წინ მიმდებარე ანტისაოკუპაციო აქციებს, მერის მოადგილე პასუხობს, რომ აქციების ჩატარებას კანონი იცავს და ამის წინააღმდეგ ვერ იქნება ვერც თბილისის მერია და ვერც სხვა სახელმწიფო დაწესებულება, "თუ ის იქნება კანონის ჩარჩოებში".
http://www.tabula.ge/ge/story/153025-meris...ebs-ar-vgegmavtამ ამბავს მოყვა ეს განცხადება
პოლიცია მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევს
ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2019 - 12:35 0 კომენტარი
169 წაკითხვა
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიცია პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს.
ამის მიზეზად სამართალდამცავები ტერიტორიაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ. ისინი ამბობენ, იგეგმება ფილების შეცვლა და მაჩალიკაშვილი კარავს ვერ დადგამს, თუმცა აქციის ჩატარების უფლება აქვს.
უცნობია, როდის იგეგმება სამუშაოები და შეეხება თუ არა ეს იმ ტერიტორიასაც, სადაც უკვე ერთ თვეზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია, სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციების გამო აიღო მაჩალიკაშვილმა კარავი პარლამენტის ტერიტორიიდან, თუმცა დღეს ამბობს, რომ კვლავ ბრუნდება, რადგან სახელმწიფოს არ ეგონოს, რომ დანებდა.
http://www.tabula.ge/ge/story/153011-polic...ebas-ar-adzlevsარეულობაა იქა
კაი ხანია ველოდები(ნაღდად მინდოდა) კალაძეს წამოსვლას მაგნებიდან
This post has been edited by SPLIYVI on 25 Jul 2019, 15:24