რომ ყოველი დღე ღირსშესანიშნავია (იხ.
შOშ! შOშ! ).
და თუმცაღა ნათქვამია, რომ გამონაკლისი ყველაფერშიაო (აქვე ისიცაა ნათქვამი, რომ გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს დანარჩენის ჭეშმარიტებასო), დღევანდელი დღე არ წარმოადგენს ასეთ გამონაკლისს.
დღეს ჩვენი ძვირფასი დოჩანა დამეწია

დოჩანა ის კაცია, რომესაც მთელი ფორუმი იცნობს!
ვინმე თუ არ იცნობს, სმენია მაინც მასზე და სმენია მხოლოდ კარგი
სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან დოჩანას მთელი ცხოვრება კარგის მეტი არაფერი უკეთებია, ვერავინ გაიხსენებს მისგან წყენას და ცუდ საქციელს
დოჩანა არის კაცი, რომელიც სულ სიკეთეს თესავს და დიდებულ მაგალითს აძლევს მომავალ თაობას.
თქვენ ვერ ნახავთ მას გაბრაზებულს და ვინმესთან მოჩხუბარს, ყოველთვის ახერხებს საკუთარი თავის კონტროლს და არასდროს კარგავს წონასწორობას.
მოკლედ დიდად მისაბაძი პიროვნებაა და გირჩევთ რომ მიბაძოთ კიდეც

შეეცადეთ მაინც
აქვე თავს უფლებას მივცემ და ერთ კურიოზს გავიხსენებ მასზე

მოგეხსენებათ მადლიერმა ხალხმა მას მრავალი მეტსახელი შეარქვა, იმის მიხედვით ვისთან რა დამსახურება ჰქონდა
ერთ-ერთი ასეთი და მათ შორის ყველაზე კურიოზულია ფეხბურთის ტელეფონი (ჩემი აზრით, რაღა თქმა უნდა)
ვინც არ იცით შეგახსენებთ ამ მეტსახელის შერქმევის ისტორიას:
ყველას მოგეხსენებათ, რომ დოჩანა ერთი პერიოდი ფეხბურთით იყო გატაცებული და საკმაოდ სერიოზული მიღწევებიც ჰქონდა.
მისი კარიერის პიკი იყო ნიუკასლ იუნაიტედში ასპარეზობა, თუმცა იქ მხოლოდ ორი სეზონი გაატარა და შემდეგ ბრემენის რაღაც ### გუნდს მიჰყიდა უმადურმა ნიუკასლმა. მაგრამ ეს არაა მთავარი. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში დოჩანას ცალკე მობილური ჰქონდა ფეხბურთთან დაკავშირებულ პირებთან ურთიერთობისთვის, იქნებოდნენ ეს თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი თუ ფანებისთვის მიცემული ნომერი, მოკლედ ყველა, ვისაც მასთან - როგორც ფეხბურთელთან ჰქონდა ურთიერთობა, დოჩანას ამ ტელეფონზე უკავშირდებოდა.
ერთხელ ისე მოხდა, რომ თამაშის დაწყებისას მწვრთნელს ძირითად შემადგენლობაში არ ჰყავდა დოჩანა შეყვანილი, თუმცა მალევე იგრძნო მისი საჭიროება და შეცვლაზე შესვლა სთხოვა. დოჩანამ მყისვე გაიძრო სპორტული ჟაკეტი და ამ დროს ჟაკეტის ჯიბიდან სწორედ ეს ტელეფონი გადმოუვარდა (კი გეცოდინებათ სპორტულ ჟაკეტებს რა ცუდი ჯიბეები აქვთ სატელეფონედ). ამის შემსწრე გვერდითმა მსაჯმა ინსტინქტურად ჰკითხა, ეს რააო? დოჩანამ ჩვეული გულახდილობით უპასუხა ფეხბურთის ტელეფონიაო და ასე გაიგო ახლო-მახლო მდგომმა ხალხმა ამის შესახებ, ტაიმის დასრულებამდე უკვე მთელმა სტადიონმა იცოდა და შემდეგ კი ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე