Luka251
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3636
წევრი No.: 215525
რეგისტრ.: 10-March 16
|
#55044895 · 30 Jul 2019, 01:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე სტატიას გადავხედე და ბევრგან უკავშირებენ ამ ორ მკვლელობას ერთმანეთს და თქვენი აზრით ვის ინტერესებში შედიოდა კახი ასათიანის მკვლელობა და ასევე დადიანის?
ესეც ერთერთი სტატია.
ახალი 7 დღე 2002-11-22
კახი ასათიანის მკვლელობა არაპროფესიონალმა შეასრულა: ასათიანმა გზა ბიზნესში გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაიწყო კავშირი დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობებს შორის 2002 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, აბაშიძის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ცნობილი სპორტსმენი კახი ასათიანი. მისი მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. საქმეს საწყისი ეტაპიდანვე იძიებს პროკურატურა. პროკურატურა, როგორც ყოველთვის, უარს აცხადებს პრესისთვის რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთებაზე. ამდენად, დაუდგენელია, რა სახის საგამოძიებო მოქმედებებია ამ ეტაპზე შესრულებული. ჩვენთვის ცნობილია ექსპერტიზის დასკვნის მიახლოებითი შინაარსი, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილს მიყენებული აქვს 8 ჭრილობა თავისა და კისრის არეში. 5 ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, 2 - კისრის, 1 კი - თავის არეში. ყველა ტყვია გამავალია, ანუ არც ერთი ტყვია არ არის სხეულში ჩარჩენილი. მიცვალებულს აღენიშნება თავის ქალის და ტვინის დაზიანებები. დადგენილია, რომ ასათიანს ესროლეს უკნიდან. ასეთი განმარტება გააკეთა "ახალი 7 დღისთვის" ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ. ცნობილია ისიც, რომ პროკურატურას ოპერატიულად არ დაუკითხავს ამ მკვლელობასთან დაკავშირებული არც ერთი საინტერესო პირი. მხედველობაში არ გვყავს თვითმხილველები. მხედველობაში გვყავს კახი ასათიანის მძღოლი, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ იყო დაკითხული, პროკურატურის თქმით, მისი აფექტურ მდგომარეობაში ყოფნის გამო. იგივე შეიძლება ითქვას პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილზე, რომლის სახლის სადარბაზოსთანაც მოხდა შემთხვევა და რომელიც ნაკლებად არის ცნობილი თავისი საკანონმდებლო საქმიანობით, სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი მისი ახლო ურთიერთობა და ერთგულების მაღალი ხარისხი შევარდნაძეების ოჯახის და, კერძოდ, ქ-ნ ნანული შევარდნაძის მიმართ. საინტერესოა, რომ ქ-ნი პარლამენტარი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც, სავარაუდოდ, ზუსტად იცოდა კახი ასათიანის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, რადგან ბ-ნ კახის ქ-ნ ნანასთვის თავისი ქალიშვილის მოდელების ჩვენებაზე მოსაწვევი უნდა გადაეცა.
რადგან ოფიციალური ვერსია არ არსებობს, საზოგადოება, როგორც ყოველთვის, იწყებს საკუთარი ვერსიების შექმნას. ამ ვერსიების თანახმად, კახი ასათიანის მკვლელობა უნდა უკავშირდებოდეს მის მოღვაწეობას ბიზნესში. გარკვეული ინფორმაციის თანახმად, კახი ასათიანმა ბიზნესში მოღვაწეობა დაიწყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს. ამ პერიოდში ჩნდება ქალაქ მოსკოვში ავტომობილების იმპორტიორი ფირმა "აკა", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი კახი ასათიანიც იყო. აბრევიატურა "აკა" იშიფრება შემდეგი გვარების მიხედვით - აბსანძე, კალანდია, ასათიანი. ამ გვარებიდან პირველი ორი გამსახურდიას ხელისუფლების ორ წარმომადგენელს ეკუთვნის - გურამ აბსანძეს და დეპუტატ კალანდიას. მესამე - კახი ასათიანია. ამ ფირმის კუთვნილი მაღაზია-სალონი იხსნება თბილისში. რამდენიმე წლის შემდეგ მაღაზია გაურკვეველი მიზეზების გამო წყვეტს ფუნქციონირებას. გაურკვეველია, არსებობდა თუ არა დამფუძნებლებს შორის რაიმე შეუთანხმებლობა, ან როგორ გადაწყდა მათ შორის შეწყვეტილი პარტნიორობის საკითხი.
კახი ასათიანის სახელი მეორედ დიდ ბიზნესში ჩნდება "აირზენას" სახელის გასწვრივ. კახი ასათიანი სიცოცხლის ბოლომდე იყო "აირზენას" ვიცეპრეზიდენტი. ცნობილია, რომ თავის დროზე ავიაკომპანია "აირზენას" შეუერთდა ავიაკომპანია "ეარ ჯორჯია". გაერთიანებულ კომპანიას ეწოდა "აირზენა - საქართველოს ავიახაზები", ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ხსენებულმა კომპანიამ მიითვისა ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების" სახელწოდება და, ამავე დროს, მიისაკუთრა ფლაგმანი ავიაკომპანიის სტატუსი, რომელსაც მანამდე "საქართველოს ავიახაზები" ფლობდა. დავა ფაქტობრივად დაპირისპირებულ კომპანიებს შორის გადაწყვეტილად ითვლებოდა, რადგან "აირზენა - საქართველოს ავიახაზების" ლობად თვით საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახი მიიჩნეოდა. "საქართველოს ავიახაზების" ხელმძღვანელობა უარყოფს კახი ასათიანთან დაპირისპირების შესაძლებლობას მისი მკვლელობის დაშვებით - სწორედ, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მის კონკურენტ ავიაკომპანიას პრეზიდენტის ოჯახი მფარველობდა. მაგრამ ეს არგუმენტი, ვფიქრობთ, ნაკლებად დამაჯერებელია.
ერთი სიტყვით, საზოგადოებაში შექმნილი ვერსიები, ძირითადად, კახი ასათიანის ბიზნესში მოღვაწეობას უკავშირდება. სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები. მათი აზრით, მკვლელობის ხელწერა ამხელს შემსრულებლის არაპროფესიონალიზმს. პროფესიონალი მკვლელი, ანუ დაქირავებული მკვლელი, არასდროს უშვებს რისკ-ფაქტორებს. მას გარანტირებული უნდა ჰქონდეს, რომ მკვლელობის შესრულებაში არაფერი შეუშლის ხელს. ასათიანის მკვლელს მრავალი ხელის შემშლელი გარემოება შეიძლებოდა შექმნოდა: პირველ რიგში, მას ჰქონდა ძალზე არამდგრადი გარემო და ძალიან მცირე დრო. მსხვერპლად არჩეული პირის მოკვლა იმ დროში უნდა მოესწრო, რომელიც ასათიანის მძღოლს სადარბაზოში შესასვლელად, მოსაწვევის ადრესატამდე მისატანად და უკან ჩამოსასვლელად დასჭირდებოდა. ეს სულ 5-წუთიანი მონაკვეთი შეიძლებოდა ყოფილიყო, თანაც ამ 5 წუთში მრავალი ხელის შემშლელი გარემოება შეიძლებოდა შექმნილიყო - მოულოდნელი მოწმის გამოჩენა თუ სხვა.
მკვლელების არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს ისიც, რომ სროლა მოხდა უკნიდან და არა გვერდიდან; პროფესიონალი მკვლელი გაითვალისწინებდა იმას, რომ მკვლელობის პროცესი ყოფილიყო გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი. ამისთვის მკვლელობა უნდა მომხდარიყო მკვლელების მანქანის მოძრაობის მომენტში და არა უკნიდან მიყენებული და გაჩერებული მანქანიდან, რომლისთვისაც ბევრ ფაქტორს შეიძლებოდა შეეშალა ხელი; პროფესიონალი მკვლელი შემთხვევის ადგილზე არასდროს ტოვებს ტყვიის მასრას, რადგან მასრის საშუალებით იშიფრება იარაღის ტიპი და, ხშირ შემთხვევაში, მისი პატრონის ვინაობა. ასათიანის მკვლელებმა შემთხვევის ადგილზე მასრები დატოვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მკვლელმა ასათიანს ესროლა საკუთარი მანქანიდან ხელის გადმოყოფით - ესეც დაუშვებელია პროფესიონალი მკვლელისთვის, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ასე სროლის შემთხვევაში მასრები შემთხვევის ადგილზე რჩება (და არა მანქანაში, საიდანაც ისვრიან), გარდა ამისა, ფანჯრიდან სროლის დროს შესაძლებელია, მკვლელი ვინმემ შენიშნოს.
ექსპერტების აზრით, მკვლელს არ გამოუყენებია მაყუჩიანი იარაღი. თვითმხილველების მონათხრობი, რომ მათ უცნაური ტკაცუნის ხმა გაიგონეს, არ ნიშნავს იმას, რომ სროლა მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა. ნაპოვნი ვაზნების მიხედვით, დადგენილია, რომ სროლა მოხდა ???-ის ტიპის ავტომატური იარაღიდან, რომლის მაყუჩი საქართველოში, პრაქტიკულად, არ მოიპოვება. რაც შეეხება ტკაცუნის ხმას, ეს ხმა შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მინის მსხვრევის შედეგად. გარდა ამისა, ???-დან გასროლის ხმა ტკაცუნის მაგვარია.
რაც მთავარია, ექსპერტები, რომლებიც ასათიანის მკვლელობას პირადი შურისძიების მოტივით ხსნიან, ამ მკვლელობას აკავშირებენ რამდენიმე თვის წინ მომხდარ დუდუ დადიანის მკვლელობასთან. შესრულების ხელწერის მიხედვით, ეს მკვლელობაც არაპროფესიონალური იყო; დუდუ დადიანი გახლდათ მოდელიორ მაკა ასათიანის უახლოესი მეგობარი, ხოლო კახი ასათიანი - ქალბატონ მაკას მამა. შეიძლება, ეს არის ანგარიშსწორების სერიალი ოჯახის მიმართ? ამ ეტაპზე ექსპერტები მომხდარის უფრო დეტალურ ანალიზს ვერ გვთავაზობენ.
--------------------
მე მაგას ღალატს არ ვეძახი. Пока есть лохи, дела не будут плохи. Не тот счастлив у кого много добра, а у кого жена верна. ორი მობილური ტელეფონი გაქვს და კიდე მთავრობის უკმაყოფილო ხარ? Без минета утро добрым не бывает. Мы вас грабить некому не дадим, сами будем. Баба пьяна - пизда продано.
|