რუსებს ხო აუკრძალა საქართველოში ჩასვლა
ქართულ ავიახაზებსაც აუკრძალა რუსეთში ჩასვლა
მიზეზად "უსაფრთხოებას" ასახელებენ
კრემლის თქმით "აკრძალვა ძალაში შევიდა რათა დაცული იყოს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება და რუსი მოქალაქეები კრიმინალური ქმედებებისგან"
https://www.dw.com/en/russian-travel-embarg...nned/a-49314233თუმცა ყველამ კარგად იცის რომ რიგით რუს მოქალაქეებს რიგითი ქართველები არ დაერევიან ეს არის სისულელე და ზუსტად მაგის პროპაგანდირება უნდა პუტინს
საქმე კი იმაშია რომ პუტინს ზოგადად საქართველოს და ქართველი ხალხის თავისუფლების შეეშინდა
თან იმისი კი არა რომ ქართველი ხალხია თავისუფალი არმედ იმის ეშინია რომ ქართველი ხალხის თავისუფლება რუს ხალხს არ მოედოს
ამისი ეშინია პუტინს რეალურად
დაბერდა მემგონი
სანქციები ადევს ქვეყანას
ეკონომიკა ტრაკში აქვს
პოპულარობა დაეცა
აღიარების პოლიტიკა არ მოქმედებს
ჩინეთთან დაძმაკაცებას დიდი პერსპექტივაც არ აქვს ამერიკამ ჩინეთსაც მოუჭირა უკვე და მაგათმა თუ არ დაზადნეს შეიძლება ჰონგ კონგი დაკარგონ და ტაივანიც ზედ მიყვეს
სიტუაცია ასეთია
უკრაინაში მოვიდა ლიდერი რომელმაც რუსეთის მიერ დაწყებული პასპორტიზაციას უკუპროცესის დაწყებით უპასუხა
უკრაინას აქვს პერსპექტივა იქცეს მეორე რუსეთად და იმ ქვეყანად სადაც რუსეთში ჩაგრულ ხალხს მიიღებენ და უპატრონებენ
კიევს აქვს ისტორიული უფლებაც უკრაინას სახელი გადაარქვას და რუსეთი დაარქვას და მოსკოვის ლეგიტიმურობა რუსული პერსპექტივიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას - რუსეთი კიევიდან დაიწყო
ასევე იგივე ხდება ჩინეთში ტაივანს შეუძლია თავი ნამდვილ ჩინეთად გამოაცხადოს
რუსეთის დაუდევარმა პოლიტიკამ სხვის ქვეყნებში შეჭრის და მათი ტერიტორიების მიტაცების ცუდი შედეგები გამოიღო და ამას რუსი ხალხიც ხედავს ის ხალხი ვისაც ყელში ამოუვიდა 20 წელი ერთი და იგივე სადისტის ყურება
მოკლედ პუტინი ქართველი და რუსი ხალხის კონტაქტს კრძალავს არა იმიტომ რომ რამე ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ეშინია
არამედ იმიტომ რომ საკუთარი ერის თავისუფლების სულით დამუხტვა არ უნდა
და ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთ რამეზე - პუტინის დასარული მოდის და ამას გრძნობს
არა?