სალამი მეგობრებო
მაქვს GTX 670 რომელსაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ჰქონდა ჩავარდნები.
კერძოდ: პერიოდულად როცა სისტემას ვრთავდი, ვერ აღიქვამდა ბარათს და ირთვებოდა ინტეგრირებულზე. ნერვებმოშლილზე როდესაც HDMI კაბელს გავაწვალებდი, უცბად აღიქვამდა და ჩვენება გადადიოდა ბარათზე. შემდეგ შევამჩნიე რომ HDMI კაბელი იყო დაზიანებული და შევცვალე ახლით თუმცა ვიდეო ბარათი არ ირთვება.
ამავე კაბელზე ვამუშავებდი XBOX და ახლა მუშაობს GT210-ზე.
კვება იგივე მაქვს, კაბელი ვიცი რომ მუშაა, მაზერის სლოტიც მუშაა რადგან GT210-ს ამუშავებს მაგრამ GTX 670-ზე არ გამოაქვს ჩვენება.
ავტომატურად გადააქვს ჩვენება ინტეგრირებულზე.
სხვა სისტემაზეც ვცადე ჩართვა ამ ბარათის, სხვა კვებაზე, სხვა კაბელით და იქაც იგივეს აკეთებს.
ქულერი უტრიალებს ჩვეულებრივად.
ადრერ ვამუშაცვებდი 2 მონიტორზე. HDMI და DVI to VGA გადამყვანით. ახლა არც გადამყვანით მოაქვს სიგნალი და არც HDMI-თ.
რამე მითხარით იმის გარდა რომ დაბრედილია
This post has been edited by Vivieur on 28 Jul 2019, 17:25