Buddha Nirvana
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1236
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14
|
#55183048 · 31 Aug 2019, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავისუფლება არის შეცნობილი აუცილებლობა
/გ. ჰეგელი/
ადამიანი არის თავისუფალი არსება, რაც გამოიხატება ნებელობის ქონაში. როცა სიტყვა “თავისუფლებას” ვანიჭებთ ატრიბუტის ფუნქციას და ვამბობთ: “თავისუფალი ადამიანი”, “თავისუფალი ნება”, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს ეს ფილოსოფიური ცნება. თავისუფლება თავიდან ბოლომდე არის ეთიკური ცნება. ადამიანის ერთ-ერთი დეფინიცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი თავისუფალი ნებელობის მატარებელი არსებაა. ადამიანი ვლინდება მის არჩევანში (ადამიანი=არჩევანი).
სიტყვებიერთია, ფიქრებიდაგანცდები – მეორე, ხოლო ყოველივე ამის გამოხატვა-კიდევსხვა. თავისუფალიაის, ვინცამბობსიმას, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რასაც იტყვის და გაიაზრებს. მაგრამ ხშირად ადამიანები რასაც ვფიქრობთ, იმავეს არ გადმოვცემთ, ვამბობთ სულ სხვა რამეს და უფრო უარესი – ვაკეთებთნათქვამისსაწინააღმდეგოს. ამის შემდეგ, ვართკიადამიანებითავისუფალინებისმატარებლები?
ადამიანისდამოუკიდებლობათავისუფალინებით სარგებლობაა. ჩემი აზრით, ადამიანი იქამდეა თავისუფალი, სადამდედაც ვრცელდება მისი დამოუკიდებლობა სხვა ადამიანებთან მიმართებაში.
თავისმხრივ, უნდაითქვას, რომ სწორედ ჭეშმარიტების ძიებამ მიიყვანა ადამიანი თავისუფლებამდე. “ეძიებდეთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (ბიბლია). ფილოსოფია ჭეშმარიტების მაძიებელთა საერთო ენაა, რომელსაც მივყავართ აზროვნების თავისუფლებამდე.
ადამიანითავისუფალინებაკივლინდებასაზოგადოებაში. თუ გავიხსენებთ არისტოტელეს განმარტებას: ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი სცილდება სოციუმს? თვითონ ამგვარი აქტიც, თუთვითონადამიანისშეგნებულისურვილია, ხომთავისუფალინებისგამოხატულებაა? ამდროსისვერიყენებსთავისუფლებას? ადამიანითავისუფალნებასიჩენს, როგორცსხვაადამიანებთანმიმართებაში, ისემათგანდამოუკიდებლად, თუნდაცმაშინ, როცაის “განმარტოებულია”. როგორჰომეროსიამბობს: “ისიყობოგანო, კანონგარეშედაუსახლკარო”.
“თავისუფალინება” პარადოქსული ცნებაა. სხვადასხვა ეპოქაში მისი მნიშვნელობა და საზღვრები იცვლებოდა და უპირველეს ყოვლისა, რეგულირდებოდა სახელმწიფოს მიერ. მაგრამ პირადად ჩემთვის, უფრო საიტერესოა ის, თუ რა არის “თავისუფალი ნება” “აქ” და “ახლა”… თავისუფლება ჩემთვის არის სრულყოფილი ცნება, რომლის გამოხატვაც უნდა შეძლო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზითა და საშუალებით. იყო თავისუფალი, ნიშნავს იყო იდეალურ მდგომარეობაში, რომელსაც მხოლოდ ვუახლოვდებით და მარტო ერთეულთა ხვედირია თავისუფალი ნებელობის მიღწევა.
თავისუფლება, ერთგვარად, არისუსაზღვროება, რადგანმისისაზღვრებშიმოქცევადამოხელთებაარცისეადვილია. აიჩვენ – ადამიანებიკივცდილობთგარკვეულიჩარჩოებიმოვუძებნოთდადავადგონოთის, თუსადამდევრცელდებაადამიანისთავისუფლება.
ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემ მიერ აღქმულ თავისუფალი ნების სქემას. ხო, ის, ჩემი აზრით, შედგება ეტაპებისგან. თითოეული მათგანის გადალახვის შემდეგ შენ ხდები უფრო მეტად თავისუფალი, ვიდრე იყავი წინა ეტაპზე. ამგვარი გაგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოოდ, როცა უკვე გადალახავ თავისუფლების ყველა ეტაპს, მიაღწევ ე.წ. “სრულ თავისუფლებას”. თავისუფლების პირველი ზღვარი არის სირცხვილი, მეორე – სინანული, მესამე – შიში, მეოთხე – სინდისი და ბოლოს შეიძლება რომ მივაღწიოთ სიყვარულის თავისუფლებას, როცა ადამიანი ხდები ფილანტროპი – ყველა და ყველაფერი გიყვარს!
დასასრულ თავისუფალი ნება ყალიბდება მაშინ, როცა ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას – ვინმესთან გაიგივებას ან განსხვავებას. ფსიქოლოგიაში არის ემპათიის ცნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანის პოზიციიდან სამყაროს აღქმა. ამგვარ უნარს სხვდასხვა ასპექტი აქვს: დაინახო სხვა შენს თავში, ან საკუთარი თავი დაინახო სხვაში. ეს აძლევს ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინო შენს თავში მეტი სივრცე. ჩვენ, ყველანი, მივყვებით ცხოვრების დინებას და ვცდილობთ გადავლახოთ დაბრკოლებები: ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოიწვიოს ცხოვრებასთან ჭიდილში, რომ ამით გათავისუფლდეს. .............................................................. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილის ესსე „თავისუფლების“ ცნება თბილისი 2010
|