MAP-ი არის NATO-ს კანდიდატი ქვეყნის სამოქმედო გეგმა და MAP-ის შესრულებიდან ალიანსის წევრობამდე ფაქტიურად ფორმალური შემოთავაზება და საკანონმდებლო ბიუროკრატიული ნაბიჯებიღა რჩება
https://en.wikipedia.org/wiki/Enlargement_o...hip_Action_Planმაპის პირობები 5 ძირითად პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს
1 ქვეყნის სურვილი რათა გადაწყვიტოს საერთაშორისო ეთნიკური ანდაც გარე ტერიტორიული სადავო საკითხები მშვიდობიანი გზებით ასევე ვალდებულების აღება კანონის უზენაესობაზე ადამიანის უფლებებზე და შეიარაღებული ძალების დემოკრატიულ მართვაზე
2 ქვეყნის უნარი წვლილი შეიტანოს ალიანსის საქმიანობაში და მისიებში
3 შეიარაღებული ძალების რესურსებით მომარაგება ალიანსის წევრობის ვალდებულებების შესაბამისად
4 მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის გარანტია
5 შიდა კანონმდებლობის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა
ამ 5 პუნქტიდან სააკაშვილის მთავრობა 2008 წლამდე ყველა პუნქტს აკმაყოფილებდა ცოტ-ცოტა დარღვევებით თუმცა პრაქტიკულად ქვეყანა მზად იყო ნატოში შესასვლელად რომ არა სააკაშვილის მიერ 1 პუნქტის დარღვევა
შეიცვალა მთავრობა და ახალი მთავრობა 1 პუნქტს მტკიცედ იცავს ისევე როგორც ყველა დანარჩენს გარდა ერთისა - პუნქტი 4-ე
მხოლოდ ამ ერთი პუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო სულ რომ ამერიკაზე მეტად ვიმსახურებდეთ ნატოს წევრობას

ნატოში არავინ შეუშვებს ისეთ ქვეყანას რომელსაც ისეთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვს როგორიც ბიძინა ივანიშვილმა არგუნა
ბიძინა ივანიშვილის დროს რომ ქვეყანაში მომრავლდა და გააქტიურდა მტრული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სატელიტი პარტიები თუ ტელევიზიები თუ პოლკიტიკური ორგანიზაციები თუ ქრისტიანულ პატრიოტული ექსტრემისტული დაჯგუფებები და მოსკოვში დავალებამიღებული პოლიტიკოსები - სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ ასეთი პრახადნოი დვორი მემგონი შევარდნაძესაც არ ქონდა
ქვეყნის მთავარ პროკურორად ოლიგარქმა საკუთარი ადვოკატის დანიშვნა არ აკმარა და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე დანიშნა საკუთარი დაცვა

ისმის კითხვა რომელი ჭკუათმყოფელი ნატოს წევრი ქვეყანა ანდობს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას რუსი ოლიგარქის პირადი დაცვას?
ასე რომ დაივიწყეთ
სანამ ბიძინა არის მთავრობაში ნატოში შანსი არაა ვინმემ ცხვირი შეაყოფინოს ამ რუსეთის პრახადნოი დვორად ქცეულ საბრალო ქვეყანას
და რაც უფრო მეტი დრო გავა დანარჩენ პუნქტებშიც უკან ჩაგვხევს ბატონი ოლიგარხი