საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა.
უწყების წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად ექსპორტის 11.5%-იანმა ზრდამაც იმოქმედა. ამავდროულად, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
რაც შეეხება საფინანსო საქმიანობას, ამ მხრივ წინა წელთან შედარებით კლება დაფიქსირდა.
ივნისში საქართველოს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით მეტია.
2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
https://imedinews.ge/ge/ekonomika/112990/sa...qLMmt-vxU1G3IzU