ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. On.ge-ს ფორმულა კრეატივში განუცხადეს, რომ ახალ მედიაპლატფორმასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობის შეთანხმება შედგა.
"ყველა ის ადამიანი, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აქვს შესაბამისი მიზნები და ამ მიზნების მიღწევის საშუალებებიც თანხვედრაშია, შეგვიძლია პოტენციურ პარტნიორებად განვიხილოთ. აქვე დავადასტურებ, რომ დავით კეზერაშვილსა და ჩვენს შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ და ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება და მაყურებელი იხილავს ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს. ეს იქნება სრულიად ახალი არხი რომლის ბრენდინგზე მუშაობა მიმდინარეობს და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. რაც შეეხება პროექტებს, რა თქმა უნდა, ჩვენს შექმნილ პროექტებს და კიდევ მრავალი სიახლეს მაყურებელი ახალ არხზე იხილავს", — განუცხადეს On.ge-ს.
დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ დღეს, პირველ აგვისტოს ფეისბუქგვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა. მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შექმნა რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა.
ვინ არის კეზერაშვილი?
დავით კეზერაშვილი 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა, სანამ ბიზნეს სექტორში გადავიდოდა.
მის წინააღმდეგ ხუთი დამოუკიდებელი საქმე იქნა აღძრული 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ; სამ მათგანში, რომელიც საქართველოს სასამართლომ განიხილა, კეზერაშვილი დაუსწრებლად გაამართლეს.
ერთ-ერთი რიყის ტერიტორიისა და იმედის გასხვისებას ეხება, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად იყო ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 6 იანვარს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი გაუნახევრა, კეზერაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.
2017 წლის აგვისტოს მიწურულს დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხებოდა. ამ საქმეში კეზერაშვილთან ერთად თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუაც იყო ბრალდებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მათ თანხის გაფლანგვის ბრალდება 2014 წლის 7 მაისს წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის 10 იანვარს დავით კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ, მასთან დაკავშირებულ კომპანიას, "Girwood Business Corp-ს" ხელშეკრულება გაუფორმა, რითაც სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევრო გაფლაგა. პროკურატურის ვერსიით, ამავე საქმეში ჩართული იყო ნინუაც. ხელშეკრულების მიზანი თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადება იყო, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებით, კომპანიას არაფერი გაუკეთებია.
მესამე საქმე, სადაც სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ეხება. ამ საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად მისი სიძე იყო ბრალდებული. მათ ბრალი 2013 წელს წარედგინათ. 2014 წლის 27 მაისს კი გაამართლეს. პროკურატურა მათ 13 მილიონი ლარის ქრთამის აღებასა და 40 მლნ ლარით ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა. კეზერაშვილის სიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თავად ყოფილი მინისტრი კი გაამართლა.
ამჟამად კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე არსებობს. ერთში მას ბრალი ყოფილ პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ედება. სისხლის სამართლის ეს საქმე ტელეკომპანია იმედის, 7 ნოემბრისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს ეხება. ამ საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია 2015 წლის მარტში შეეცვალა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 7 ნოემბრის, იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდთან დაკავშირებით) და სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმედის ეპიზოდთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულები ედება.
ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ, სადაც ექსტრადიციის პროცედურები 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობდა, გადაწყვეტილება 21 მარტს გამოიტანა. იურიდიულმა კომპანიამ BCL Burton Copeland, რომელიც კეზერაშვილის ინტერესებს წარმოადგენს, ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ 5 აპრილს გაავრცელა, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა.
ექსტრადიციის მოთხოვნა ლონდონის სასამართლომ საქართველოში სამართლებრივი დევნის შესაძლო პოლიტიკური მოტივის გამო არ დააკმაყოფილა.
ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებს. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.
https://on.ge/story/41570-%E1%83%A4%E1%83%9...%83%98%E1%83%A1კიდევ ერთი ინფო ბარემ აქ იდოს,ამ თემასთან კავშირშია
სერიალი ჩემი ცოლის დაქალები რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ამის შესახებ On.ge-ს ფორმულა კრეატივში განუცხადეს. მათი თქმით, რუსთავი 2-ზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.
ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.
მათივე ცნობით, რუსთავი 2-ზე, ასევე, აღარ გავა გადაცემები: სამზარეულოს ომები და მთავარი ექიმი.
ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.
https://on.ge/story/41571-%E1%83%A9%E1%83%9...%83%95%E1%83%90 This post has been edited by არმეძებო on 1 Aug 2019, 20:11