ამ დღეებში გამოიკვეთა მთავრობის ახალი სტრატეგია დააბრალოს ლარის გაუფასურება აქციებს და რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებას.
რატომ აბრალებენ თუნდაც ამას სხვას გაუგებარია - "მართლმადიდებელი კომუნისტი", რომელსაც საქართველოს დანაწევრებისა და ოკუპაციისთვის აქვს მიცემული ხმა თვითონ ჩამოიყვანეს და ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ასევე თვითონ გააკეთეს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად დამოკიდებული გავეხადეთ ოკუპანტ სახელმწიფოზე, თვითონვე ისევ არ ეშვებიან ამ გზას და ახლა ფრენებს აფინანსებენ. მაგრამ ამას დავანებოთ თავი ცოტა ხნით.

1 აშშ დოლარი - ლარი:
20.06.2019:
2.787104.01.2019:
2.6752 ანუ 2019-ში, 20 ივნისამდე გაუფასურდა 11.19 თეთრით.
08.10.2016:
2.3337 ანუ 2016-2019 წლებში (20 ივნისამდე ისევ) გაუფასურდა 45.34 თეთრით.
2016 წლის 8 ოქტომბერი ვისაც არ ახსოვს წინა საპარლამენტო არჩევნების თარიღია, II ვადით საკონსტიტუციო უმრავლესობით, რომ მოგვევლინენ მაჟორიტარების ხარჯზე (ისე 50%-იც კი არ მიუღიათ).
აქვე. 2016 წლის 8 ოქტომბერს ევროს კურსი 2.5986 იყო, 2019 წლის 4 იანვარს 3.0597, 2019 წლის 20 ივნისს 3.1229. ამ ვალუტასთან მიმართებითაც გაუფასურდა 52.43 თეთრით.
ჰოდაი აი ეს ყველაფერი - ვისი ან რისი ბრალია?
პ.ს. 2012-2016 წლებს აღარ ვახსენებ იქ ხან კოჰაბიტაციას ბრალდებოდა, ხან გ.ქადაგიძეს, ხან უკრაინაში ომს, ხან პიროვნება თალიბანს, ხან საბურავებს, მოკლედ ასე თუ ისე გადასაბრალებელი იყო (რათქმაუნდა მეტწილად სიტყვის მასალად), იმედებით აღსავსეებიც იყვნენ იხ. უკვდავი გამოსვლა: