საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის იქნება დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”. გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
“შინდისი” 2008 წლის ომის მოვლენებს ეხება. სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილია. მთავარ როლებში თამაშობენ მსახიობები: გიგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე.
ოფიციალურ სინოფსისში ვკითხულობთ:
“სოფელი, რომელშიც ომმა გაიარა. რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის”
https://netgazeti.ge/news/384560/პ.ს.ნეტავ გაიმარჯვოს ამ ფილმმა,რომელიც ჩვენთვის მხოლოდ უბრალოდ ფილმი არაა..
This post has been edited by არმეძებო on 31 Jul 2019, 21:03