ბიძინა ივანიშვილი ტაძარში ამბიონზე აიყვანეს და მის მიერ გაკეთებული საქმეები მრევლს გააცნეს (ფოტო,ვიდეო)
16:16 2019-08-09
ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.
დღეს დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღეა. აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული.
დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, მეუფე თეოდორემ ბიძინა ივანიშვილი წირვის შემდეგამბიონზე აიყვანა და მის მიერ გაკეთებული საქმეები მრევლს გააცნო.
„ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში. ეს არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული კათედრალი.
ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არამარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი" - აღნიშნა მეუფემ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=211885-%E1%...%83%A8%E1%83%98ყველაზე ლამაზო, ყველაზე კეთილო,
დღეღამ ჩვენზე ლოცვით მუხლგადაყვლეფილო.
შენთვის დათესილის ჩვენთვის მომკას ლამობ,
სხვისგან გულნატკენებს გვპირდები მალამოს.
შენ ხომ ბიზნეს ალღო ღმერთმა დაგაბერტყა, მთის ნაკადულივით სუფთა გაქვს წარსული
ისეთი კეთილი ხარ, ორივეს დაუთმობ,
ვინმემ რომ მოგთხოვოს - ან ფული, ან სული.
ქვეყნის შვილებისთვის არაფერს იშურებთ,
სამშობლო გიწოდებთ ეტალონს სიქველის
იმედი გამოჩნდა ნათელი მომავლის
ღმერთი თუ გაგვწირავს - ბიძინა გვიშველის.