Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ენა & დიალექტი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#53875335
· 2 Dec 2018, 21:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც ცნობილია, დღეისათვის არსებობს 6 ათასზე მეტი ენა. თუმცაღა, რთულია ამის დადგენა, იმიტო რო არაა მკაფიო ზღვარი ენასა და დიალექტს შორის.
მაგალითად თურქული, აზერბაიჯანული და თურქმენული ცალკე ენებად ითვლება, თუმცა ერთმანეთს მარტივად აგებინებენ.
ასვე სერბულ-ხორვატულს და მაკედონიურ-ბულგარული, ამათგან ოდნავ განსხვავდება სლოვენიური, თუმცა მხოლოდ სერბულის მცოდნე და მხოლოდ ბულგარულოს მცოდნე კომუნიკაციას შეძლებენ.
კიდე სპარსული, დარი და ტაჯიკური. კიდევ სხვა უამრავი.
სად არის ზღვარი ენასა და დიალექტს შორის? რა არის მნიშვნელოვანი? ლექსიკა? ფონეტიკა? სინქატსი?
ლაზური და მეგრული სხვადასხვა ენაა თუ ერთი ენის (ზანურის) დიალექტები?
ადიღე და ყაბარდოული?
ჩეჩნური, ინგუშური და ბაცბური?
ბელარუსული და უკრაინული?
ბავარიული და შვაბური?
ჩინურის ე.წ. დიალექტები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18194
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#53875786
· 2 Dec 2018, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ენა და დიალექტი ლინგვისტურად განისაზღვრებიან პრინციპით ურთიერთგაგებადი არიან დიალექტები ურთიერთარაგაგებადი არიან ენები, მაგრამ მთავარია ენის და დიალექტის კულტურულოგიური განსაზღვრა.როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფი უცხი ენას იყენებს განათლებაში, მასმედიაში და საქმის წარნოებაში მისი მშობლიური ენა ამ უცხო ენასთან მიმართებით არის დიალექტი.იქნება ეს მეგრული, ბაცბური, პლატტდოიჩი თუ მაზენდარანული. და პირიქით.
საზოგადოებრივ ჯგუფს შეუძლია საკუთარ დიალექტს დაარქვას ენა. მაგ: ჩერნოგორიული ენა, რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ წარმოიქმნა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13793
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53875879
· 2 Dec 2018, 22:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mtiuli... @ 2 Dec 2018, 21:41 )
სად არის ზღვარი ენასა და დიალექტს შორის?
პოლიტიკაში :yes: ................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#53877647
· 3 Dec 2018, 12:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
ენა და დიალექტი ლინგვისტურად განისაზღვრებიან პრინციპით ურთიერთგაგებადი არიან დიალექტები ურთიერთარაგაგებადი არიან ენები
რა დონეზე ურთიერთგაგებადი? მაგალითად სერბული და ბულგარული ურთიერთგაგებადია (ხორვატულს და ჩერნოგორიულს არც ვახსენებ, სერბულ-ხორვატულ ენის ნაწილებია)
ingfari
QUOTE
პოლიტიკაში
და ენათმეცნიერებაში? მაგალითად ლაზური და მეგრული? შვაბური და ბავარიული? ყაბარდოული და ადიღეური? ბაცბური, ინგუშური და ჩეჩნური?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13793
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53877903
· 3 Dec 2018, 12:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mtiuli... @ 3 Dec 2018, 12:05 )
ingfari
QUOTE
პოლიტიკაში
და ენათმეცნიერებაში? მაგალითად ლაზური და მეგრული? შვაბური და ბავარიული? ყაბარდოული და ადიღეური? ბაცბური, ინგუშური და ჩეჩნური?
ენათმეცნიერებას შეუძლებელია მაგაზე პასუხი ქონდეს.
როდესაც ორი ენა ან დიალექტი იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ სრულად ურთიერთგაგებადი არიან, მანდ ენათმეცნიერებამ რა უნდა თქვას?
ერთვება პოლიტიკა.
მაგალითად ჩეხეთი და სლოვაკეთი სხვადასხვა სახელმწიფოები არიან, იქამდე ერთ სახელმწიფოში ფედერალური ურთიერთობა ქონდათ, უფრო ადრე ჩეხეთი ავსტრიაში იყო, სლოვაკეთი უნგრეთში.
შესაბამისად საერთო ეთნონიმი არ აქვთ, საერთო იდენტობაც ასევე, ორივემ განავითარა საკუთარი ლიტერატურა და გამოვიდა ისე, რომ ჩეხური და სლოვაკური ორი სხვადასხვა ენაა, თუმცა სხვა რეალობაში უპრობლემოდ ჩაითვლებოდნენ ერთი ენის დიალექტებად.
საპირისპირო მაგალითია ჟემაიტური, რომელიც ლიტვურის დიალექტად ითვლება, რადგან ჟემაიტია ლიტვის ნაწილია და ყოველთვის ლიტვური პოლიტიკური და კულტურული სივრცის ნაწილი იყო, სხვა რეალობაში ეგ ენა იქნებოდა და ა.შ. უამრავი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#53878114
· 3 Dec 2018, 13:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
საპირისპირო მაგალითია ჟემაიტური, რომელიც ლიტვურის დიალექტად ითვლება, რადგან ჟემაიტია ლიტვის ნაწილია და ყოველთვის ლიტვური პოლიტიკური და კულტურული სივრცის ნაწილი იყო, სხვა რეალობაში ეგ ენა იქნებოდა და ა.შ. უამრავი.
მაშინ მეგრული რა გამოდის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13793
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53878216
· 3 Dec 2018, 13:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mtiuli... @ 3 Dec 2018, 13:24 )
მაშინ მეგრული რა გამოდის?
ენა :yes:
ენა/დიალექტზე შეგიძლია იმსჯელო მაშინ როდესაც ისინი სრულად ურთიერთგაგებადია, შემდეგ ერთვება პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული ასპექტები.
მეგრული და ქართული სრულად ურთიერთგაგებადი არაა და ამ ნიშნით ეს რათქმაუნდა ორი ენაა და არა ერთი ენის ორი დიალექტი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#53885893
· 4 Dec 2018, 22:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ , რაც ენაა იმას ვერ გაადიალექტებ პოლიტიკური სტატუსის არმიცემით .
რაც შეეხება დიალექტს , ბევრი მოგვევლინა ენად პოლიტ.სტატუსის მიცემით..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18194
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#53886115
· 4 Dec 2018, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mtiuli...
ხორვატული არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ რუსული კარგად ვიცი ბულგარელების ლაპარაკი სრულიად გაუგებარია ჩემთვის.
QUOTE
მაშინ მეგრული რა გამოდის?
მეგრული არის ზანური ენის დიალექტი (ასეა ქართული ენციკლოპედიით).
პოლიტიკური დიფერენციწცია ხელს უწყობს დიალექტური განსხვავებების გაღრმავებას და პირიქით პოლიტიკური კონსოლიდაციის ჟამს საერთო ეროვნული კოინე დიალექტების ნიველირებას ახდენს.
ცალკე საკითხია რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვა ენას აკნინებს.მაგ. შეადარეთ პაპუნა ორბელიანის ლაღი გამართული დარბაისლური ქართული.ესაა 17-18 ს. ქართული ჰაიკლასის ენა.გრიგოლ ორბელიანის დაღვარჭნილ მძიმე ხელოვნურ ენას.არადა სულ რაღაც რამდენიმე ათეული წელია გასული რაც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა დაკარგა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13793
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53886522
· 5 Dec 2018, 00:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kakha.G @ 4 Dec 2018, 22:53 )
პაპუნა ორბელიანის ლაღი გამართული დარბაისლური ქართული.ესაა 17-18 ს. ქართული ჰაიკლასის ენა.
ერთერთი საუკეთესო ისტორიკოსია XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში. :yes:
მასთან შედარებით ძალიან უფერულად ჩანს სეხნია ჩხეიძე, ომან ხერხეულიძე უკეთესია თუმცა არა ორბელიანის დონე.
ხერხეულიძესთან საოცარი ისაა რომ ხმარობს ტერმინ "ახისკას", კიდევ კარგი მაგის დამკვიდრება ვერ მოესწრო, თორემ დღეს ახალციხეს ახისკას დაუძახებდნენ :facepalm:
მგონი უცხოური სიტყვების მიმღეობის მხრივ ქართული ენა მოწინავეა, ეს კარგია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ როცა შესატყვისი გაქვს და თანაც შენსავე ისტორიული ტერიტორიაზეა და მაინც ვიღაცის ძალით მოტანილს იყენებ, ტეხავს.
არადა თურქული ენები როგორი "აგრესიულები" არიან სადაც არ მივიდნენ ადგილობრივი გეოგრაფიული დასახელებები ლამის მთლიანად გააქრეს. სომხური შედარებით ნაკლებად, მაგრამ სომხეთში მაგას საგანგებო ყურადღება ექცევა, ყველა თურქული ტოპონიმი მოსპეს, არადა ძალიან ბევრი იყო. ჩვენთან ისტორიული სახელების დაბრუნება ჭირს, მხოლოდ ბოლნისში და წალკაში მოხერხდა ნაწილობრივ, თორემ ახლის დარქმევას ვინ ჩივის.
* * *
QUOTE
(brdzolisunariani @ 4 Dec 2018, 22:06 )
რაც შეეხება დიალექტს , ბევრი მოგვევლინა ენად პოლიტ.სტატუსის მიცემით..
პოლიტ.სტატუსი+აქედან გამომდინარე სახელმწიფო საქმის წარმოების გადასვლა ამ ენაზე, ლიტერატურის შექმნა, სწავლების დაწყება სკოლებში და უნივერსიტეტებში.
ჩვენ ქართველებს ეს საკითხი კარგად არ გვესმის, გვიჭირს გააზრება ასე ვთქვათ, რადგან არ არსებობს ისეთი ენა რომელიც ქართულთან იმდენად ახლოს იქნება, რომ ენა/დიალექტის საკითხი დადგეს.
არადა ევროპას თუ შევხედავთ რა არის ის?
რომანული, გერმანიკული და სლავური ენების დიალექტების ნიადაგზე აღმოცენებული ერები და სახელმწიფოები.
მეცინება ხოლმე რომ იტყვიან "ბევრი ენა იცის", დაიწყებს ჩამოთვლას და მოაყოლებს: ლათინური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, კატალონიური, პორტუგალიური, რუმინული, თუ მთლად აღებული აქვს ხელი სინდისზე მოლდავურსაც მიამატებს ცალკე.
ჩვენთან ამას დიდი ეფექტი აქვს ხოლმე, რადგან ნაკლებად წარმოუდგენიათ რომ ერთი ძირი ენისგანაა ესენი წამოსული და რეალურად ამათში 2-ის სწავლა დანარჩენების ათვისებას ტექნიკის საქმედ აქცევს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#53886794
· 5 Dec 2018, 01:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ნუ ადრე უძველეს დროს გეოგრაფია , ტომთა სიშორე განსაზღვრავდა ენათა ჩამოყალიბებას .
ახლა ეს ბარიებები პოლიტიკურმა საზღვრებმა გადაიბარეს ..
QUOTE
ლათინური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, კატალონიური, პორტუგალიური, რუმინული
ესენი ურთიერთგაგებადი არაა .
კი გავს , ჯგუფი ერთია ტუმცა სხვადასხვა ენებია .
QUOTE
მოლდავური
მოლდოვაში ჩვენს თვალწინ ვითარდება ბრძოლა ლინგვისტიკასა და პოლიტიკას შორის ;დ
ისეკი , სადაც ჩერნოგორიული არსებობს .......
რაც შეეხება მეგრულს, ვფიქრობ რომ ლაზურისგან დამოუკიდებელი ენაა და პირიქით...
ზანური არაა ენა , ზანური არის ქვეჯგუფი ქართო-ზანურისა. ქართო-ზანური თავის მხრივ ქართველურ ოჯახში შემავალი ენათა ჯფუგია.
თუკი არაა ასე,
ვინმეს შეუძლია დაწეროს ტექსტი ზანურად ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13793
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53890361
· 5 Dec 2018, 20:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brdzolisunariani
ურთიერთგაგებადია ესპანური პორტუგალიურთან, ესმით ძირითადად რასაც ამბობენ, იგივეა იტალიურზე და რუმინულზეც.
ფრანგული ცოტა განყენებულად დგას, თუმცა მაგალითად პორტუგალიურს, გალისიურს, კატალანურს, ასევე იტალიურის ჩრდილო დიალექტებს ბლომად საერთო აქვთ ფრანგულთან.
მოკლედ იტალიურიდან ან ესპანურიდან ერთ-ერთს თუ ისწავლი და კიდევ ფრანგულს, ე.ი. 2 რომანულ ენას, ჩათვალე 10-მდე რომანული ენის სწავლა არაფერია, ტექნიკის საქმეა, გამოთქმის და ცალკეულ ნიუანსებს უნდა ჩაუჯდე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#53890462
· 5 Dec 2018, 21:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ინგფარი
უბერავ აშკარად )
რუმინული იგივე მოლდავური საკმაოდ შორს არის იტალიურისგან და ურთიერთ გაგება კი არა ძლივს შინაარსს მიხვდებიან .
ესპანური პორტუგალიურთან მართლაც ახლოს არის .
ხორვატული, სერბული და ჩერნოგორული თითქმის ერთი ენაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13793
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53890593
· 5 Dec 2018, 21:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
შენ დაგიჯერო თუ პორტუგალიელ native speaker-ს, რომელსაც რუმინული ტვ-ში რაზე იყო საუბარი ესმოდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#53890717
· 5 Dec 2018, 21:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ, ნორვეგიული, დანიური და შვედური მარტივად ურთიერთგაგებადია. ისლანდიური, ფარერული და დასავლეთ ნორვეგიული დიალექტი - ნინორსკი (ესაა ნაღდი ნორვეგიული) ურთიერთგაგებადია.
გერმანული და ჰოლანდიური ურთიერთგაგებადია (განსაკუთრებით ახლოსაა ქვემო გერმანული დიალექტები).
ინგლისური არც ერთი ენისთვის არაა ურთიერთგაგებადი.
ავსტიაში სტანდარტული გერმანულით საუბრობენ, შვეიცარიაში - ალემანური. ურთიერთგაგებადია.
ფრანგულს სრულად ვერც ერთ რომანულ ენაზე მოსაუბრე ვერ გაიგებს (მხოლოდ ნაწილს, ფონეტიკურად საკმაოდ განსხვავდება სხვა რომანული ენებისგან)
ესპანური და პირტუგალიური ურთიერთგაგებადია, კატალონიური მეტად განსხვავდება ამათგან.
იტალიური მგონი ყველაზე სტანდარტული და შუაში მდგომი რომანული ენაა. ცოტ-ცოტა ყველა რომანულ ენას გაუგებს.
ჩეხური, სლოკავური და პოლონური ურთიერთგაგებადია,
სამხრეთ სლავური ენებიც ურთიერთგაგებადია, შედარებით მეტად სლოვენიური განსხვავდება.
უკრაინული და ბელარუსული ურთიერთგაგებადია, რუსული ცოტა მეტად განსხვაბდება, თუმცა კომუნიკაციას შეძლებს ბელარუსულ და უკრაინულის მცოდნესთან.
ბერძნული ცალკეა
ალბანურიც ცალკეა
ლიტვური და ლატვიურიც ურთიერთგაგებადია
ფინური და ესტონური არ ვიცი :დ უნგრული ვიცი რო სრულიად გაუგებარია მათთვის
* * *
ingfari
QUOTE
პორტუგალიელ native speaker-ს, რომელსაც რუმინული ტვ-ში რაზე იყო საუბარი ესმოდა?
ვაა, ამათ თუ ესმით, ესეიგი მთელი რომანული ენები ურთიერთგაგებადი ყოფილა :დ
მე გამიკვირდა ხორვატს რო ბულგარული საუბარი ესმოდა, უფრო მეტად დაშორებული მეგონა სერბულ-ხორვატულისგან ბულგარული, ვიდრე სლოვენიური. პირიქით ყოფილა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0316 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.