დღეს ბევრად მეტმა იცის ინგლისური, ვიდრე 10 წლის წინ.
თუმცა ჩემი ზედაპირული დაკვირვებით ახალგაზრდების მაინც მცირე ნაწილი ფლობს ენას ნორმალურ დონეზე.
რამდენიმე წლის წინ რომელიღაც გადაცემაში თქვეს რომ ახალგაზრდების მხოლოდ 10-15% ფლობს ინგლისურ ენას ნორმალურად.
უამრავ ინგლისურენოვან ღონისძიებაში ვმონაწილეობ ხოლმე უნივერსიტეტებში, მარიოტებში თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ძირითადად ახალგაზრდები არიან. ხოდა რაღაც ნაწილმა კარგად იცის ინგლისური, მაგრამ უმეტესი ნაწილი ძალიან დაბალ დონეზე ფლობს ენას. თუ ხმა ამოიღეს და რამე კითხვა დასვეს ბლუყუნებენ ხოლმე, მარტივი რამეები ეშლებათ, საშინელ აქცენტზე აღარც ვსაუბრობ.
ხოდა რატო ვერ (თუ არ) ვსწავლობთ ინგლისურს?
სკოლაში ძალიან ცუდად ისწავლება როგორც ჩანს.
ახლა რატომაა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ეს.
რაც ნაკლები ინფორმაცია გვექნება ამ გლობალურ და ინფორმაციით სავსე ეპოქაში, რაც ნაკლები კონტაქტი გვექნება დასავლეთთან და მთელ მსოფლიოსთან, მით უფრო დიდხანს დავრჩებით რუსეთზე ჭიპლარით მიერთებული.
სამარცხვინო მდგომარეობაა. ამასწინათ ჩემთვის პატივსაცემმა რამდენიმე ნაკითხმა და საკმაოდ განათლებულმა ახალგაზრდა ადამიანმა ისეთი რუსეთუმე ლაპარაკი გაუშვა, რომ დავფიქრდი, ძალიან სამწუხარო და დასანანია. მეტნაკლებად განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებსაც კი საქართველოში დასავლეთზე აქვთ უკიდურესად ტენდენციური და სპერეოტიპული დამოკიდებულება და ინფორმაცია. და ეს არაა ერთეული შემთხვევები.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ შეუძლია ინგლისურად ელემენტარული ინფორმაციის მოძიებაც კი. ამიტომ ისიც კი არ იციან, რომ მაგალითად, აშშ ძალიან რელიგიური ქვეყანაა და ჰგონიათ რომ იქიდან ყოველგვარი გარყვნილება და გათახსირება მოდის.
მითხარით რომ ვცდები და რეალურად უფრო იმედისმომცემი სურათი გვაქვს

საერთოდ, არსებობს რამე სტატისტიკა, თუ რამდენმა პროცენტმა იცის ინგლისური აქ?
არა არს დაფარულ...