მოგესალმებით.
ესეიგი ახლა რა ხდება, ვინც იცით რა არის ქეშბექი, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ, ვინც არ იცით, ყურადღებით წაიკითხეთ, პრინციპში, ვინც იცით, იმათმაც, რა პრობლემაა.
როდესაც რაღაცას იძენთ, არ აქვს მნიშვნელობა ნივთს, სერვისს, ონლაინ პროდუქტს, თანხის გადახდიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნებულ თანხას ეწოდება ქეშბექი. ზოგიერთ მაღაზიას ან ონლაინ რესურსს აქვს საკუთარი ქეშბექ სერვისი, მაგრამ უმეტესობას ეს სერვისი არ გააჩნია, ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებით შუამავალი სერვისები (მაპატიეთ ხშირი ტაფტოლოგიისთვის), მაგალითად ისეთები როგორიც არის
Letyshops. იმისთვის რომ გამოიყენოთ აღნიშნული სერვისი, საჭიროა რეგისტრაციის გავლა, სასურველი მაღაზიის მოძიება საიტზე, შემდეგ ამ ლინკიდან გადასვლა და შენაძენის გაკეთება, ამის შემდეგ თქვენს ბალანსზე დაირიცხება გარკვეული პროცენტი დახარჯული თანხიდან, რაც დამოკიდებულია იმ მაღაზიაზე ან ონლაინ სერვისზე, სადაც შეიძენთ. გარკვეული თანხის ბალანსზე დაგროვების შემდეგ, შესაძლებელია მისი გამოტანა ელექტრონულ საფულეზე. აღნიშნულ საიტს ასევე გააჩნია ბრაუზერის გაფართოების დაყენების საშუალება, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი საიტიდან გადასვლა, როდესაც შეხვალთ ისეთ მაღაზიაში ან საიტზე, რომელიც მხარდაჭერილია
Letyshops-ის მიერ, ავტომატურად შეგახსენებთ თავს და გააქტიურების შემდეგ ქეშბექიც დაირიცხება. ასევე ბრაუზერის გაფართოება კარგია მაშინ, როდესაც დაგავიწყდებათ საიტიდან გადასვლა.
რაც შეეხება რეფერალურ სისტემას,
Letyshops-ს აქვს აღნიშნული, შეგიძლიათ გააშეაროთ რეფერალური ლინკი, რა დასამალია და როგორც მე ვიქცევი ამ შემთხვევაში, თქვენი ლინკიდან დარეგისტრირებული მომხმარებლების მიღებული ქეშბექიდან თქვენც გეკუთვნით გარკვეული პროცენტი, რაც უფრო მეტია აქტიური რეფერალი, შესაბამისად, მეტია მიღებული სარგებელი.
დამატებითი ინფორმაცია, სიახლეები, რეალური ჩარიცხვები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლოგზე
Cashback Projectთუ რაიმე კითხვა გექნებათ რეგისტრაციასთან ან საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, დასვით უპრობლემოდ, მაქსიმალურად ვეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებულ ონლაინ შოპინგს გისურვებთ.