https://sknews.ge/ka/news/39154?fbclid=IwAR...bCWLo3Ow3iIXWPMაბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე თანამშრომლების შვილებს არ უშვებენ
აბასთუმნის ობსერვატორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს არ უშვებენ. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია, როგორც შეკრებილები „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, გადაწყვეტილება ობსერვატორიის დირექტორმა, რეზო ჭანიშვილმა მიიღო.
„თბილისიდან ვართ ყველა ჩამოსული, ვითხოვთ საკუთარ სახლებში შესვლას. ჩემი მეუღლე, რომელიც 60 წლისაა, აქ დაიბადა და გაიზარდა. წლებია აქ ვცხოვრობთ. ჩემი მამამთილი ცნობილი ასტრონომი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი სტეფანე აფრიამაშვილი იყო. მისი სურათებით ამაყობენ. მის შვლებს არ უშვებენ. გვაინტერესებს გვითხრან , განგვიმარტონ, ვინ არ გვაძლევს უფლებას შესვლის. ჩვენი ინფორმაციით, ეს დირექტორის გადაწყვეტილებაა“,– გვითხრა მაკა ღვაბელაძემ.
როგორც ობსერვატორიასთან შეკრებილები აცხადებენ, არშეშვების მიზეზი დირექტორის გადაწყვეტილებაა. როგორ მან თანამშრომლების ახლობლებს განუმარტა, ობსერვატორიის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო არ უშვებს.
„იმიზეზებენ შენობების რეკონსტრუქციას, რომელიც არაფერ შუაშია ჩვენს შესვლასთან იმიტომ, რომ ის შენობები ცალკეა და ეს საერთოდ რა შუაშია. ჩვენი სახლები მოშორებულია. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი“,– ამბობს არჩილ ჭიჭინაძე, რომლის ბებიაც ერთ–ერთი პირველი ასტრონომი იყო და წლების განმავლობაში აბასთუმნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და მუშაობდა.
გარდა ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებისა, შენობაში არ უშვებენ მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებსაც.
„მამაჩემი აქ მუშაობს, გივი ქიმერიძე. არ გვიშვებენ. დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ გვინდა შეგვეზღუდოს შესვლა რაღაც რემონტების გამო“,– ამბობს ამირან ქიმერიძე.
ანალოგიურ სიტუაციაშია მოქმედი მეცნიერ თანამშრომლის ელდარი ჯანიაშვილის შვილიც. "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტმა, სცადა დაკავშირებოდა ობსერვატორიის დირექტორს, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ეს დირექტორი თავნებობს
რაღა საოკუპაციო ხაზი და რაღა ეს ჭანიშვილი
აქეთ შვილი დგას - იქეთ მშობელი - შესვლის უფლება არ გაქვსო
ვითომ რეკონტრუქციააო
არადა გეგმაში საშიში პერიმეტრი 5 მეტრი უწერიათ
სამუშაოების ადგილი შემოზღუდულია ღობით.
თითიდან გამოწოვილი მიზეზია
რა უნდა - რას გვერჩის?
იცის კი რა უნდა?
* * *
https://www.facebook.com/groups/53352197345...12233162248827/სამწუხაროა რომ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ადამიანი სულ ცოტა თბილისიდან ჩამოსული ვერ შედის სახლში სადაც გაიზარდა სადაც მისი დედა და მამა ცხოვრობენ.
ადამიანს რომელსის ავადმყოფი დედა ცხოვრობს აბასთუმნის ობსერვატორიაში და შვილი ვერ შედის სანახავად მხოლოდ იმიტომ რომ პატივცემულმა დირექციამ არ ინება ერთი უბრალო ბრძანების გაცემა
სასაცილოა.
ეს მცირედია იმ ქაოსიდან რაც აბასთუმნის ობსერვატორია ში სუფევს.
This post has been edited by basa-ttt on 10 Jun 2023, 20:14