რუსეთში საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში მოტოციკლით ერთობა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს, როდესაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა, პუტინი ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ჩავიდა და ბაიკერების შოუს დაესწრო.
პუტინი ღონისძიებაზე ეტლიანი მოტოციკლით მივიდა. მასთან ერთად მოტოციკლში ოკუპირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი და სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ რაზვოჟაევი ისხდნენ.
https://imedinews.ge/ge/tabloidi/113747/rus...MEs3NZCrw0m_kqw