საქართველოში ალტერნატიული კარდიოლოგიის ფუძემდებელი და აქტიურად განმავითარებელი - გულიკო დაჯექი, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მუშაობდა ადამიანისთვის, გულის ნაცვლად პომიდორის გადარგვაზე.
1985 წლის მაისში გურიაში, სოფელ ბახვში იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტიპის ლაბორატორიაც ააშენეს სადაც ქალბატონი გულიკო ცდებს ატარებდა. 90-იანების ბოლოს მან წარმატებით გადაუნერგა ჭოპორტულა საცდელ თაგვს, რომელმაც გადანერგვის შემდეგ 2 კვირა იცოცხლა.
იმ პერიოდში დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ ამბავს, მაგრამ სამწუხაროდ გაგრძელება არ მოჰყოლია, მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ლაბორატორიაც გაიძარცვა. ქალბატონმა გულიკომ კი, რომელიც თავგამოდებული ზვიადისტი იყო, გადატრიალების შემდეგ შვეიცარიაში მიიღო თავშესაფარი.
90-იანების ბოლოს ჟურნალი ,,სარკეს" ჟურნალისტი შვეიცარიაში ჩავიდა ინტერვიუს ასაღებად, მაგრამ ქალბატონმა გულიკომ ზღურბლზე მდგარ ჟურნალისტს კარი არ გაუღო, მეორე სართულის ფანჯრიდან დამპალი პომიდვრები დაუშინა და უშვერი სიტყვები ეძახა.
ემიგრაცია ცვლის ადამიანს.
ქალბატონო გულიკოს შემდგომი ცხოვრება ბურუსითაა მოცული, მაგრამ არქივში შემონახულია ძველი ფოტო, რომელიც სოფელ ბახვშია გადაღებული 1988 წლის 1 აგვისტოს.
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი