რეგიონშიც კი არ ვართ ანგარიშგასაწევი ძალა სამხედრო თვალსაზრისით,ნატოც არადა არ გამოჩნდა, რას იტყვით აფრიკაში რომ დავიაროთ და სათანადო გამოცდების მერე ავარჩიოთ 50000 ახალგზარდა აფრიკელი( აქ დასაზუსტებლად სათქმელია რომ მხოლოდ ქრისტიანული აფრიკის ქვეყნები და მხოლოდ ქრისტიანები განიხილება კანდიდატებად,ნუ ძირითადად აფრიკის კონტინენტის ცენტრარული და სამხრეთი ნაწილი ანუ).
ოფიცრობა იყოს ქართველობა და მებრძოლი ძალა იყოს აფრიკელები(ნუ თუ თავს გამოიჩენენ ისინიც დაწინაურდებიან თავისთავად)
თუ ავიყვანთ 18-23 წლის ახალგაზრდებს სადღაც 25-30 წლით მოვაგვარებთ სამეხდრო ძალის პრობლემას. შესაბამისი სწავლების გავლის მერე გვექნება საკმაოდ ანგარიშგასაწევი არმია,ქართულ ჯარს დამატებული 50000 მეომარი ადამიანი.
ხელფასი შეგვიძლია შევთავაზოთ 1000 ლარი დასაწყისში,დარწმუნებული ვარ ბევრი წამოვა მაგ ფულზე, რომ გადავიანგარიშოთ 600 მილიონი გამოდის ხელფასები წელიწადში,რაც არც ისე დიდი თანხაა,მაგრამ გასათვალსწინებელია დანარჩენი ხაარჯები,მათი შენახვა და აღჭურვილობა,მაგრამ თუკი გვინდა რომ სერიოზული სამხედრო ძალა გვყავდეს მოგვიწევს ისედაც გარკვეული ხარჯების გაწევა ხო?
რა პლიუსებს მოგვცემს ეს ყველაფერი? იმას რომ სანამ თუნდაც რუსეთი სანამ ომს დაიწყებს ჩვენთან,სერიოზული დაფიქრება მოუწევთ,მითუმეტეს თუ ამ პერიოდში ამერიკა შესაბამის შეიარაღებას მოგვაწვდის პლიუს ანაკლიის პორტიც გაკეთდება სადაც ამერიკულ გემებს შეეძლებათ შემოსვლა უკვე ძალიან ანგარისგასაწევი ძალა ვხდებით და სომხეთს და აზერბაიჯანზე წინაც კი შეიძლება გავიდეთ სამხედრო კუთხით.
აბა სხვა რა შანსი გვაქვს? ამდენმა ომებმა ხალხი აღარ დაგვიტოვა,პლიუს ემიგრაციამ და აღარ არის ხალხი ვინც ჯარში წავა და იომებს ამ ქვეყნისთვის ხო? თან ქართველისთვის არ არის 1000 ლარი დიდად გასახარებელი ხელფასი და გაჭირვებული აფრიკული ქვეყნიდან წამოსულისთვის საკმაოდაც კარგი ფულია.
ჰო დამავიწყდა,ამ აფრიკელებმა უმეტესებამ ან ისედაც იცის ინგლისური ან ძალიან მარტივად სწავლობენ და ეგეც ერთი პლიუსია კიდე.
აგერ,დავაკორექტირებ,რომ მაგალითი გვაქვს მსგვსი პრეცედენტის როდესაც დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოსახლა საბრძოლო ძალის გასაზრდელად,ნუ მან ოჯახებით ჩამოასახლა ეგ სხვაობაა. ასე რომ,სანამ ვინმე ქილიკს დაიწყებსს,ჯერ ისტორიას გადახედეთ,მის შედეგებს,გაამართლა თუ არა მსგავსმა პრეცედენტმა და მერე წერეთ ირონიულად,თუ შეიძლება!
პ.ს ასარჩევი ქვეყნებიც აგერაა,სადაც უმრავლესობა ქრისტიანები არიან
https://www.worldatlas.com/articles/african...e-majority.html